პაპ-ტესტი როგორ კეთდება? | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

25-06-2011

- პაპ-ტესტი როგორ კეთდება?

პასუხი
- პაპ-ტესტი ანუ პაპანიკოლაუს ტესტი მნიშვნელოვანი სკრინინგული კლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ზოგჯერ მას უწოდებენ ასევე ცერვიკალურ ნაცხს ციტოლოგიაზე, ონკოციტოლოგიაზე. იგი ხელმისაწვდომი, მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია და საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა ან კიბო, რაც, თავის მხრივ, საწინდარია დროული მკურნალობისა და დაავადების პროგრესირების შეფერხებისა. პაპ-ტესტის დანერგვამ განვითარებულ ქვეყნებში საგრძნობლად შეამცირა ავადობა და სიკვდილიანობა. ყველა ქალს, რომელიც კი სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, გინეკოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით - თუ აღმოაჩნდა მაღალი ონკოგენური რისკის მქონე ადამიანის პაპილომავირუსი ან ცვლილებები ლორწოვან გარსში. შემდგომ ექიმი განსაზღვრავს, როგორი სიხშირით განმეორდეს გამოკვლევა.
გამოსაკვლევად იღებენ საშვილოსნოს ყელის არხის ამომფენი უჯრედების ანაფხეკს და ათავსებენ მას სასაგნე მინაზე. ჩვეულებრივ, მზადდება ორი პრეპარატი: ენდოცერვიქსისგან (საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილის ამომფენი ლორწოვანი გარსისგან) და ეგზოცერვიქსისგან (ცერვიკალური არხის ამომფენი ლორწოვანი გარსისგან). ატიპური უჯრედების გამოსავლენად გამოიყენება შეღებვის სპეციალური მეთოდი პაპანიკოლაუს მიხედვით. ზუსტი შედეგის მისაღებად აუცილებელია შესრულდეს რიგი პირობა: ტესტის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი მენსტრუაციის, ანთებითი პროცესის დროს; ტესტის აღებამდე 48 საათის განმავლობაში აუცილებელია თავი შევიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან, ტამპონის, ვაგინალური კრემის, სუპოზიტორიისა და ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებისგან; ნაცხი უნდა ავიღოთ გინეკოლოგიურ გასინჯვამდე, კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარებამდე ან ამ მანიპულაციების ჩატარებიდან 48 საათის შემდეგ. თავდაპირველად ფასდება ნაცხის ხარისხი. თუ ის არადამაკმაყოფილებელია, მასალა ხელახლა უნდა ავიღოთ.

პაპანიკოლაუს ტესტის პასუხი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ნორმაში ნაცხში ატიპური უჯრედები არ არის, ყველა უჯრედი ერთნაირი ფორმისა და ზომისაა (ტესტის უარყოფითი პასუხი). სხვადასხვა ზომისა და ფორმის უჯრედების არსებობა, მათი პათოლოგიური მდებარეობა დადებით პასუხად განიხილება. თუმცა პაპ-ტესტის დადებითი პასუხი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ქალს კიბო ან კიბოსწინარე მდგომარეობა აქვს - ის მხოლოდ შემდგომი კვლევის აუცილებლობას ადასტურებს. ატიპური უჯრედების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს ანთება (ქლამიდიოზი, ჰერპესული ინფექცია, გონორეა, ტრიქომონიაზი), ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა და ტესტი 3-6 თვის შემდეგ განმეორდეს. პაპილომავირუსული ინფექცის დროს ხშირია უჯრედების კოილოციტოზი. კოილოციტები უსწორმასწორო, ბრტყელი, მკაფიო საზღვრების მქონე ეპითელიუმის უჯრედებია. ისინი სხვადასხვა ზომისაა. მათი ზომა, ჩვეულებრივ, ნორმალური უჯრედებისას აღემატება.

თუ ექიმის დასკვნაში მითითებულია სუსტად, ზომერად, ან მკვეთრად გამოხატული დისპლაზია, ამ შემთხვევაში ტარდება კოლპოსკოპიური კვლევა, ცერვიკალური არხის დიაგნოსტიკური გამოფხეკა და საშვილოსნოდან აღებული გამონაფხეკი მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
16 თებერვალი 2018 18:35
გამარჯობა, მაინტერესებს ქალიშვილებზე ტარდება თუ არა პაპ ტესტი?
15 იანვარი 2018 17:41
Mogesalmebıt orı tvıs wın eqımtan mıvedı fexmzıme konsultacıaze exos gadagebıs shedegad fexmzımoba ar dadasturda gamıketes testi arc testi achvenebda fexmzımobas gamıketes vagınalurı gamokvleva rıs shedegadac dadasturda fexmzımoba mowyvetılı da yelshı gacherebulı nayofıt gamomfxıkes saswrafod da orı tvea cıklı agar momsvlıa maqvs sashınelı gulıs reva tavbrus xeebı gebıneba ertı kvıraa magalı wneva da sıcxeebı testi fexmzımobas ar achvenebs ısev rıs bralı sheızleba ıyos
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად