მოგესალმებით. ვარ 26 წლის, გავიკეთე ჩიყვის ექოსკოპ... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

23-06-2011

-მოგესალმებით. ვარ 26 წლის, გავიკეთე ჩიყვის ექოსკოპიური გამოკვლევა, დაგიწერთ ულტრაბგერითი დასკვნას და იქნებ განმიმარტოთ ჩემი ჩიყვის პასუხი არის თუ არა რამე საშიში და საჭიროებს თუ არა მკურნალობას? ფარისებრი ჯირკვალი - "ნალის ფორმის" ზომები; მარჯვენა წილი: 17X17X46 მმ, მოც. (მასა) 6.4 სმ3 მარცხენა წილი:17X16X45 მმ, მოც. (მასა) 5.9 სმ3 ისტმუსი: 11X3 მმ; საერთო მოცულობა: 12.3 სმ3 (N - 12-18 სმ3) კონტურები: სადა კაფსულა: --- სტრუქტურა: ჰომოგენური, წვრილმარცვლოვანი შენების. ამ კითხვაზე თქვენგან კი მივიღე პასუხი, რომ ჩიყვზე დიაგნოზის დასასმელად მხოლოდ ექოსკოპიური კვლევის შედეგი არ არის საკმარისი და ისე კი ჩემს მიერ აღწერილი ჩიყვის ზომები სრულიად  ჯდება ნორმის ფარგლებში. ეხლა მე მაინტერესებს სრულყოფილად რომ გამოვიკვლიო ჩიყვის მდგომარეობა კიდევ რა სახის ანალიზებია საჭირო? სისხლის ანალიზი? მსურს საბოლოოდ დავმშვიდდე, რომ მე ჩიყვი არ მაქვს და გამოკვლევის კურსი თქვენი დახმარებით მივიყვანო ბოლომდე. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. პატივისცემით, პაციენტი.

 

 

 

პასუხი
-საჭიროა ჩატარდეს სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრა. თუ შეიძლება დააზუსტეთ, რატომ იტარებთ კვლევას. შესაძლოა ეს კვლევები თქვენთვის სულაც არ არის საჭირო.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად