მაქვს ცერვიციტი, კანდიდოზი, გარდრენელა და გინეკო... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

23-06-2011

-გამარჯობათ, მაქვს ცერვიციტი, კანდიდოზი, გარდრენელა და გინეკოლოგთან დავიწყე მკურნალობა, თავისთავად პირველი ეტაპი გამოკლვევები იყო: გავიკეთე ვაგინალური ეხო, კოლპოსკოპია, პაპ ტესტი,ნაცხის ანალიზი. იმ დღეს როდესაც ვაგინალური ეხო უნდა გამეკეთებინა ციკლი გადაცდენილი იყო 2 დღით. გინეკოლოგთან მივედი და ვუთხარი რომ გადაცდენა მქონდა. მან გამაგზავნა ეხოზე და მაინც გამიკეთეს ვაგინალური ეხო, რომელმაც არ დაადასტურა ორსულობა,ასევე იმავე დღეს გამიკეთეს კოლპოსკოპიაც. მაგრამ დღეს უკვე 8 დღეა რაც ციკლი არ მომსვლია. ორსულობის ტესტი აჩვენებს ძალიან მკრთალად მეორე ხაზს. თუმცა ეხო მიმტკიცებს რომ ორსულად არ ვარ. ეხლა ვშიშობ ეხო რომ ცდებოდეს და ფეხმძიმედ ვიყო, ეს ვაგინალური ეხო ცუდად ხომ არ იმოქმედებდა ნაყოფზე? ან რამდენად შესაძლებელია ლოგიკურად მსგავსი რამ? და კიდე მაინტერესებს საჭიროა თუ არა, რომ ორსულობის დადასტურების შემთხვევაში ჩავიტარო მკურნალობა ზემოთ მითითებულ ინფექციებზე, თუ მშობიარობის შემდეგ ვიმკურნალო? წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი


- პასუხობს შ.პ.ს “რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრის” ექიმი-გინეკოლოგი, ქეთევან ტაბუცაძე.

-ვაგინალური ექო ცუდად არ მოქმედებს ორსულობაზე , ამ შემთხვევაში ექიმმა აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა აირჩია. ორ-სამ დღეში აუცილებლად გაიმეორეთ ტესტი და შემდეგ გაიკეთეთ ისევ ექოსკოპია, აუცილებელია დადგინდეს რომ თუ არის ორსულობა, იგი იყოს საშვილოსნოს ღრუში. და ეს უნდა დაფიქსირდეს ექოსკოპიურად, რაც შეეხება ცერვიციტს ორსულობის შემთხვევაში აუცილებლად მალევე უნდა დაიწყოთ მკურნალობა რომ შემდეგ არ გამწვავდეს და არ გართულდეს ორსულობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მიიღებთ ისეთ პრეპარატებს რომელიც ორსულობისას დასაშვებია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
10 მარტი 2020 17:10
გამარჯობათ იქნებ მალევემპასუხოთ სქესობრივი აქტისას სისხლნარევისპერმა რასაფრტხეს წარმოადგენსდარისიმანისნებელია ?დარამე დავადების შემთხვევაში ქალს რაბედი ელის სპერმის დახვრა გარეტმოხვდადაარა საშოში მადლობა წინასწარ იმედია მალე მიპასუხებ
27 დეკემბერი 2017 01:17
Gamarjobat .mainteresebs tu aris shesadzlebeli daorsuleba qalishvilobis dakargvistanave .ise rom seqsi ar gqondes mamakactan.ai ubralod moulodneladi iyo es da tan mestruacia gadamicda 1 tvea
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად