მაინტერესებს რა არის კეგელის ვარჯიშები, შეიძლება ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

22-06-2011

-გამარჯობათ, მაინტერესებს რა არის კეგელის ვარჯიშები, შეიძლება თუ არა ამ ვარჯიშებით მივაღწიოთ სექსის დროის გახანგძლივებას, როგორ გავაკეთოთ ეს ვარჯიშები( ანუ ინსტრუქცია) და არის თუ არა ეს საზიანო?

პასუხი
- კეგელის ვარჯიშები განკუთვნილია შორისის კუნთების გასავარჯიშებლად. იგი კარგ შედეგს იძლევა ქალებსა და მამაკაცებში შარდ-სასქესო ორგანოების დისფუნქციის დროს (შარდის შეუკავებლობა, პროსტატიტი და სხვა), არეგულირებს სექსუალურ ფუნქციას (ერექცია, ეაკულაცია, ორგაზმი) და ეფექტურია სწორი ნაწლავის დაავადებების დროს (ჰემაროე, განავლის შეუკავებლობა და სხვა).
კეგლის ვარჯიშები სამი ნაწილისგან შედგება:
-ნელი დაჭიმვა:
დაჭიმეთ კუნთები, ისე როგორც აკეთებთ შარდის შეკავების დროს. ნელა დაითვალეთ სამამდე. მიდუნდით.
ოდნავ რთული იქნება თუ კუნთებს მოჭიმულ მდგომარეობაში გააჩერებთ 5-20 წამი და შემდეგ თანდათანობით  მოადუნებთ.
"ლიფტი"- ოდნავ დაძაბეთ კუნთები (I სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ, შემდეგ ოდნავ ძლიერად შეკუმშეთ (2 სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ  და ა.შ. 4-7 სართულამდე. ქვემოთ დაეშვით ასევე ეტაპობრივად.
-შეკუმშვა:
შეკუმშეთ და მოადუნეთ კუნთები რაც შეიძლება სწრაფად.
-გამოტყორცნა:
ქალი:   გაიჭინთეთ ზომიერად (როგორც დეფეკაციის ან მშობიარბის დროს);
კაცი: გაიჭინთეთ, როგორც მოშადვის ან დეფეკაციის დროს.
ქალი და კაცი: ეს ვარჯიში შორისის კუნთების გარდა ძაბავს მუცლის კუნთებსაც.
თავდაპირველად 10 ნელი დაჭიმვა, 10 შეკუმშვა და 10 გამოტყორცნა დღეში 5-ჯერ. ერთი კვირის შემდეგ 5-5 ვარჯიში დაამატეთ და მომდევნო ყოველ კვირას დაამატეთ დღეში 5-5 ვარჯიში სანამ არ ახვალთ 30-მდე.
კომენტარები
17 მაისი 2014 15:52
აქ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად ახსნათ სართული რა არის ან რომელი კუნთები უნდა დავჭიმო? ცოტა ვერ მივხვდი
14 აპრილი 2014 20:47
მაინტერესებს რამდენ დღეში იქნება სრული შედეგი
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად