გთხოვთ დამეხმაროთ, ძალიან გთხოვთ. ჩემს სახეზე ჭორფ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

20-06-2011

-გთხოვთ დამეხმაროთ, ძალიან გთხოვთ. ჩემს სახეზე ჭორფლები ძალიან მაკომპლექსებს და ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რა საშუალებებით მოვიშორო? ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რაიმე ეფექტური. დიდი მადლობაა.

პასუხი
-- ჭორფლს შეიძლება მემკვიდრული ბუნება ჰქონდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა თეთრი კანის მქონე ადამიანებს გენეტიკური ფაქტორების არარსებობის პირობებშიც აქვთ ჭორფლი. აღსანიშნავია, რომ ჭორფლი მუქდება გაზაფხულზე, რისი მიზეზიც გაზაფხულის მზეა, ზამთარში კი შედარებით უფერულდება. შეუძლებელია ჭორფლის თავისთავად, დროთა განმავლობაში გაქრობა. მისი გაუფერულების მიზნით თქვენ მუდმივად უნდა გამოიყენოთ სპეციალური გამათეთრებელი ნიღბები, ლოსიონები ან კრემები, რომელთა ფართო არჩევანიც გვაქვს დღევანდელ კოსმეტიკურ ბაზარზე. თუ ვერ ახერხებთ ამ პროდუქციის ყიდვას, მაშინ შემოგთავაზებთ ჭორფლის შედარებით გასაღიავებელი ერთ-ერთი საშუალების რეცეპტს: თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში ძმარი, ლიმონის წვენი და გამოხდილი წყალი. მიღებული ნარევი წაისვით ჭორფლიან კანზე დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ მჟავე მაწვნის კანზე წასმაც ამავე მიზნით. ადგილობრივი მოხმარების საშუალებების პარალელურად უნდა სვათ C ვიტამინი. გარეთ (მზეზე) გამოსვლის წინ კი სახეზე უნდა წაისვათ SPF დამცავი კრემი. იგი სხვადასხვა სიძლიერისაა, თქვენი კანის შესაბამისს კი კოსმეტოლოგი შეგირჩევთ.

ჭორფლის გასაფერმკრთალებელი ორი ნიღბის რეცეპტს შემოგთავაზებთ:

1. ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ ფაფას დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი, კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი, რომელსაც 30 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანთ. ნიღაბი უნდა გაკეთდეს კვირაში ორჯერ 4-5 თვის განმავლობაში.
2. 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი და 100 მლ წყალი კარგად უნდა აურიოთ ერთმანეთში და დაიდოთ გაწმენდილ სახეზე, გაწმენდიდან არა უგვიანეს 20-30 წუთისა. უნდა გაიჩეროთ მანამდე, ვიდრე კარგად არ გაშრება. უნდა მოიცილოთ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. სახე უნდა გაიწმინდოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭიქა წყლის ნარევით. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეგამოშვებით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად