გთხოვთ რაიმე ტვინის მკვებავი მასწავლეთ, ვარ აბიტურ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

18-06-2011

-გთხოვთ რაიმე ტვინის მკვებავი მასწავლეთ, ვარ აბიტურიენტი და ნერვიულობის გამო ვეღარ ვმეცადინეობ და გთხოვთ რაიმე გონების მკვებავი და ენერგიის მომცემი წამალი მასწავლეთ.

პასუხი

ყველა მედიკამენტს გამოხატული უკუჩვენებები და წინააღმდეგჩვენებები გააჩნია, ამიტომ ექიმისა და გამოკვლევების გარეშე მათი მიღება არ შეიძლება,

გირჩევთ, რომ დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნორმალურად იკვებოთ, მიიღოთ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები და ყველაფერი ნორმაში ჩადგება.

კარგად გამოიძინეთ. 
ზოგ ადამიანს ბევრი ძილი სჭირდება, ზოგს კი - ცოტაც  ყოფნის. მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გამოუძინებლობის შემთხვევაში უქვეითდება შრომის და კონცენტრირების უნარი.


გონებრივი სამუშაოს შესრულების დროს გააკეთეთ 5-10 წუთიანი შესვენებები და ტვინს დასვენების საშუალება მიეცემა, კარგი იქნება თუ ამ შესვენების დროს ფიზიკურად გააქტიურდებით.

თუ ნერვიულობთ და დაძაბული ხართ, მაშინ შეუძლებელი გახდება ყურადღების კონცენტრირება. თუ მშვიდად, გაწონასწორებულად და დაუძაბავად იქნებით, მაშინ მოახერხებთ მთელი ენერგიის და ყურადღების საქმისადმი წარმართვას. მომადუნებელი ვარჯიშები დაგეხმარებათ  დაძაბულობის მოხსნაში. ასეთ შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშები.

აუცილებელია სრულფასოვანი, მაგრამ ზომიერი კვება. საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით, ხშირად ჩართეთ კვების რაციონში თევზი, თაფლი, რძის პროდუქტები, ზომიერად - ხორცი. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ ხშირად ისეირნებთ სუფთა ჰაერზე, მაგალითად საღამოს გაისეირნეთ  სუფთა ჰაერზე ფეხით. ეს მოგიხსნით მთელი დღის გონებრივ დაღლილობას, მშვიდ ძილს შეუწყობს ხელს და მეორე დილით ენერგიული და შრომისუნარიანი იქნებით.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად