1 თვეა კითხვა გამოვგზავნე და ვერც პასუხი მივიღე და... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

16-06-2011

1 თვეა კითხვა გამოვგზავნე და ვერც პასუხი მივიღე და ჩემი კითხვებიდანაც საერთოდ გაქრა.ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია იმ კითხვებზე პასუხი. იქნებ ახლა მაინც მიპასუხოთ, მყავს შეყვარებული ჩემი ყოფილი კლასელია რაც სკოლა დავამთვარეთ მის მერე ერთად ვართ, ანუ 2 წელია. მე ჩავაბარე და ვსწავლობ ის ჯერ ჯარში წავიდა და შემდეგ მუშაობდა, თავიდან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, შემდეგ ჩვენ შესახებ ჩემებმა გაიგეს და ჩვენ წინააღმდეგ წავიდა ყველა, საბოლოოდ იმდენი ქნეს დაგვაშორეს მაგრამ ჩვენ მალევე აღვადგინეთ ურთიერთობა და ყველასგან მალულად წელიწადზე მეტია შეყვარებულები ვართ. ახლა მართლაც დიდი ზეწოლის ქვეშ გვიწევს ურთიერთობა, როცა ერთმანეთს ვხვდებით სხვების თვალწინ გამარჯობასაც არ ვეუბნებით ერთმანეთს. ზამთრიდან მოყოლებული ჩემს მიმართ ძალიან შეიცვალა, აღარ მნახულობს, სმსებს აგვიანებს, ერთხელ არ გაახსენდება რომ თვითონ დამირეკოს, თბილ სმსებს ღარ მწერს, (როცა მე თუ დავაგვიანე მეჩხუბება), სიყვარულის დღეც არ მომილოცა, და 8 მარტის წინა დღეს მნახა და ერთი საცოდავი ყვავილიც არ გაახსენდა რომ მოეტანა, მესმის რომ შეიძლება დაკავებულია და ვერ მწერს მაგრამ ადრეც იყო დაკავებული და დღეში 200 სმსზე ავდიოდით ლამის, ახლა 50საც ძლივს მიგზზავნის, ამაზე ჩხუბმა უკვე დამღალა და როცა ვიფიქრე ამას შევეგუები მეთქი, 1 თვე არ მნახა თან შეეძლო და არ მნახა, სულ ნახევარი საათიც შეეძლო გამოენახა ჩემთვის მაგრამ. . . :(მანამდეც ხან 2 კვირა და ასე არ მნახულობდა)და სანამ ესე შეიცვლებოდა კვირაში 2ჯერ სამჯერ. 1 თვიანი შუალედის შემდეგ ჩემ დაბ დღეზე შემხვდა როგორც იქნა და ისეთ დღეში ჩამაგდო გადაწეული თმის გამო სულ მახინჯი მეძახა. ძალიან ბერჯერ დაველაპარაკე, აუხსენი ვკითხე მიზეზი, მაგრამ გაიძახის არ მცალიაო, ისევ ძველებურათ მიყვარხარო, უთხარ დავშორდეთ არ იქნება პრობლემათქო უამრავჯერ, მაგრამ ამაზე კატეგორიულ უარზე დგას. ხო კიდე მის გარეშე არსად წასვლის ნება არ მაქ, თუ გავბედე და სახლი-უნივერსიტეტის გზას გადაუხვიე გიჟდება. მეგობრებთან ერთად ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი სადღაც გასული და იმასც ყელში მადენს. თვითონ კიდე ყველგან დასეირნობს. იყო ერთკვირიანი დაშორებაც იმის მერე რაც მახინჯი მეძახა, მაგრამ ვერ გავძელი და ისევ შეურიგდი. კიდევ ატარებს წვერს რომელიც არ უხდება საშინლად და ამაზე ყოველდღე ვეხვეწები გაიპარსოს მაგრამ არ მიჯერებს. ერთი სიტყვით ჩემ არც ერთ თხოვნას არ ითვალისწინებს, თითზე ჩამოსათვლელად შემიძლია გავიხსენო ის თხოვნები რაც მაგას ჩემთვის შეუსრულებია. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რა ვქნა როგორ მოვიქცეე? მართლა ბოლო იმედი ხართ, იმედია უპასუხოდ არ დამტოვებთ.

პასუხი
-თქვენ ძველ შეკითხვაზე პასუხი დევს საიზე, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც   მიზეზის გამო ,,ჩემი კითხვებიდა" წაიშალა, მაგრამ საიტზე, კითხვა-პასუხის რუბრიკაში  დევს. აკრიფეთ საძიებელი სისტემაში სიყტვები ,,კლასელები ვართ" მიეცით ძებნის ბრძანება და ნახავთ თქვენს ძველ შეკითხვასაც და პასუხსაც. ჩვენ იგივე პასუხს გაგიმეორებთ : ,,ჩვენი აზრით უნდა დაელაპარაკოთ შეყვარებულს სერიოზულად და შესთავაზოთ დროებით, მაგალითად 2-3 თვით დაშორება (ყველანაირი კონტაქატი უნდა გაწყვიტოთ), ამ ხნის განმავლობაში ორივე კარგად გააანალიზებთ თუ რაოდენ დიდია თქვენი სიყვარული და რამდენად ძვირფასი ადამიანების ხართ ერთმანეთისთვის".
კომენტარები
01 მაისი 2014 16:25
უბრალოდ დაშორდი. ხშირ შემთხვევაში, როცა ბიჭი ასე იქცევა, ე.ი. ორ ფრონტზე "იბრძვის". ანუ, შენც ჰყავხარ, სხვაც და ორივეს გატყუებთ. პირადი და მწარე გამოცდილებაა. ვიცი, მტკივნეულია, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, წინაა და შეგხვდება ღირსეული ადამიანი. შეყვარებული მამაკაცი ასე არ იქცევა, დამიჯერე :)
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად