ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ და დამეხმაროთ, დავიტანჯე,... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
16-06-2011

-გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ და დამეხმაროთ, დავიტანჯე, არ შემიძლია ამდენი, თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ვარ 25 წლის, მაქვს  კუჭ-ნაწლავის პრობლემა, 2 წელია ვიტანჯები, თავიდან დამეწყო ესე, შევჭამდი თუ არა ტომატით ან მოხრაკულს, ერთი სიტყვით ცოტა ისეთ რაღაცას, ეგრევე ფაღარათი მეწყებოდა რამოდენიმე დღე, პატარობისას მქონდა მსხვილი ნაწლავის ანთება, 9 თვის წინ მოწამვლის შედეგად დამეწყო ეს საშინელი მდგომარეობა, ეხლა სულ მუდმივად მაქვს ფაღარათი, ვსვამ ამჟამად ნეოენტეროსეპტოლს და ჭინჭრის დედას ნახარშს, ყოველ დილით გამაღვიძებს მუცლის ძლიერი ტკივილი, ჯერ თითქოს კუჭიდან დამიწყებს ტკივილს, გადადის ჭიპის არეში, შემდეგ მუცლის არეში და მაქვს რა თქმა უნდა ფაღარათი, ზოგჯერ ლორწოვანია, ზოგჯერ თეთრი ლორწოც მოყვება, ზოგჯერ მაქვს ეგეთი შეგრძნება, თითქოს რაღაცა დადის და მირტყამდეს. ორსულად არ ვარ, გავაკეთე განავლის ჩათესვა და დამიდგინეს ენტეროკოკუსი, მითხრეს რომ ეს ბაქტერია საშიში არ არის, ეს რომ ყველას გვაქვს და გაქვს დისბაქტერიოზი, ნაღველიც გაღიზიანებული მაქვს, განავალს აქვს რაღაც ფიფქების მაგვარი, ვღებულობდი: ბიფლორაკი, ლინექსი, ლაქტოჯი, კრეონი, მეზიმ ფორტე, ალმაგელ ა, მაალოქსი, ლოპერამიდი, იმოდიუმი, ვიკეთებდი ანტიბიოტიკებსაც, ენტეროლი, ენზიმინი, ესპუმიზანი, ხილაკფორტე, ბებინოსი, კარსილი და ასე შემდეგ, ვმკურნალობდი 9 თვე და მაინც ვარ ეგეთ საშინელ დღეში, აგრეთვე აღმომაჩნდა წვრილი ჭიის კვერცხები ტრიხიუს ტრიხეი, მეტი რა გავაკეთო , დამეხმარეთ რა ვქნა და ეს თუ მართლა დისბაქტერიოზია არ იკურნება? სანამდე უნდა ვიყო ეგრე, დიეტას ვიცავ, რა მივიღო მეტი, დამეხმარეთ, შეიძლება თუ არა იყოს ეს ჭიის ბრალი და რა პრეპარატი მვივიღო, ექიმთან მისვლის საშუალება არ მაქვს, თქვენი დახმარების იმედი მაქვს.

პასუხი

-აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალობის მიზნით პარაზიტოლოგს, შესაძლოა სიმპტომატიკა სწორედ პარაზიტული ინვაზიით იყოს გამოწვეული, უნდა გააგრძელოთ მკურნალობა პარაზიტოლოგის და გამოცდილი გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

კომენტარები
13 თებერვალი 2015 15:35
მეც მსგავსი პრობლემა მქონდა 12 წელი მქონდა ფაღარათი მოწამვლის შედეგად, რა აღარ ვცადე არაფერმა არ მიშველა, ინტერნეტში ვნახე წამალი ეს ნებისმიერს შეგიძლიათ გააკეთოთ სახლში. იყიდეთ ბროწეული და მისი კანი გააშრეთ, გაშრობილი კანი 10-12 გრამი ჩაყარეთ შუშის ჭიქაში და დაასხით 200გრ. ადუღებული წყალი ,გააჩერეთ 25-30 წუთი და მიღეთ. 8 დღის განმავლობაში დღე გამოტოვებით .და დაისვენებთ ამ პრობლებისგან, თუ რამე ვერ გაიგეთ დამირეკეთ 557 57 ნ47 07 ამ ნომერზე.გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად