რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ვარ 15 წლის გოგონა. თვენახევრის წინ გავიცანი 19 წლის ბიჭი (სოციალურ ქსელში). მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, ყოველ დღე ვლაპარაკობთ. ჯერ არ უთქვამს მიყვარხარო. შეიძლება მეც უბრალოდ შევეჩვიე. საქმე იმაშია, რომ მასთან ურთიერთობისას მაქვს რაღაც შიში, რომ სისულელეს ვიტყვი ან ისეთ რაღაცას გავაკეთებ რომ დავკარგავ. ერთხელ მითხრა შემხვდიო და არ შევხვდი. საკუთარი თავის არ მწამს, მგონია რომ არ მოვეწონები და დავკარგავ. არარეალურად წარმომდგენია ის ფაქტი, რომ მე მას შევხვდე.( მაქვს ბულიმია, ზედმეტი წონა და ამის გამო ვარ ესე), მაგრამ სულ ასე ინტერნეტით ხომ ვერ გავაგრძელებ ურთიერთობას?! იქნებ რაიმე მირჩიოთ. გმადლობთ წინასწარ
პასუხი
-გირჩევთ ამ ეტაპზე მეტი დრო განათლების მიღებას დაუთმოთ, ამისათვის კარგად ისწავლეთ სკოლის საგნები და იკითხეთ ბევრი კლასგარეშე ლიტერეტურა. ეს საჭიროა თქვენი კარგი მომავლისთვის, თანაც ნაკითხი და განათლებული ადამნიანი საინტერესო პიროვნებაა. ამის პარალელურად იზრუნოთ ჭარბი წონის პრობლემის მოგვარებაზე. გვერწმუნეთ, სოციალურ ქსელში საუბრებს და სასიყვარულო ფლირტებს ზრდასრულ ასაკშიც მოასწრებთ, თანაც ასაკის მატებასთან ერთად თავდაჯერებულობასაც მოგემატებათ. ზედმეტი წონის პრობლემა რომ მოაგვარიოთ, უნდა გააქტიურდეთ ფიზიკურად, ფეხით იაროთ ბევრი, დაკავდეთ სპორტის თქვენთვის სასურველი სახეობით (აერობიკა, ცურვა და სხვა. კარგი იქნება თუ ივლით ცეკვაზე), უარი უნდა თქვათ საუსნავებზე, გაზიან სასმელებზე, ნუ შეჭამთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.