რამდენიმე წლის წინ დამეწყო უცნაური "ალერგია". როცა... | ალერგოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ალერგოლოგია

კატეგორია - ალერგოლოგია

15-06-2011

-რამდენიმე წლის წინ დამეწყო უცნაური "ალერგია". როცა დამცხებოდა ან რაიმეს მძაფრად განვიცდიდი, სახე და კიდურები ერთიანად მიწითლდებოდა, რაც თანდათან გადადიოდა და შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში დაფოთლილივით მქონდა. თავიდან ეს სიმპტომები მალევე ქრებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დროის ხანგრძლივობა საკმაოდ გაიზარდა და სიმპტომებიც გამძაფრდა. მაგალითად, დაემატა ის, რომ კანი მებურცებოდა იმ ადგილებში, სადაც დაფოთლილი მქონდა, გული მიფრიალებდა და სისუსტეს ვგრძნობდი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მქონდა ალერგია სიცხეზე, რადგან მსგავსი სიმპტომები ვიცი, რომ აქვს სიცივეზე ალერგიას. მაგრამ ერთმა ნაცნობმა ექიმმა მითხრა, რომ ეს არის არა ალერგია, არამედ ვეგეტონერვოზი, რომელსაც ალერგიული ფონი აქვს და რომ მისი განკურნება ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ეს ადამიანი საქართველოში არ ცხოვრობს. მე კი არ მაქვს მასთან სამკურნალოდ წასვლის საშუალება საზღვარგარეთ. აქ ვიყავი ნევროპათოლოგთან, დამინიშნა რაღაც დამამშვიდებელი წამლები და სულ ეს იყო. არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ სულ მეძინებოდა. მაწუხებს ისიც, რომ ყველას ყურადღებას იქცევს ჩემი სიმპტომები და უკვე დავიღალე ამდენი ახსნა-განმარტებებით. ხომ ვერ მირჩევდით რამეს. პ.ს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ვეღარ ვსვამ გაზიან სასმელებს, რაც ადრე ძალიან მიყვარდა. როგორც იმ ექიმმა მითხრა, ესეც ადასტურებს, რომ ეს არის არა ალერგია, არამედ ვეგეტონერვოზი, თუმცა არ ვიცი, რა კავშირშია გაზიანი სასმელები და ვეგეტონერვოზი ერთმანეთთან. სამწუხაროდ, ამის გარკვევის საშუალება არ მქონდა.

პასუხი

-მოვლენა, რომელსაც თქვენ აღწერთ, ურტიკარიის სახელწოდებითაა ცნობილი, ჩვეულებრივ მას ალერგოლოგები მკურნალობენ.  ურტიკარიის აღმოცენებაში გარკვეული როლი ემოციურ ფაქტორსაც აქვს. გირჩევთ მიმართოთ ალერგოლოგს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად