ვარ 19 წლის გოგო, ბოლო 2 წელია, რაც დამეწყო ოფლია... | ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ქალი

კატეგორია - ქალი

12-06-2011

-გამარჯობათ, ვარ 19 წლის გოგო, ბოლო 2 წელია, რაც დამეწყო ოფლიანობა იღლიების ქვეშ. ზამთარ-ზაფხულს ყოველთვის მიოფლიანდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რით ვიმკურნალო სახლის პირობებში? წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
--გირჩევთ კანის ხშირ ბანას საპნით, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლიან ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა); აგრეთვე - ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების მოხმარებას, რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას. გარდა ამისა, გირჩევთ: ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს და სვით მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (ვალერიანი, ბარამბო, ალორა, ნევროსტიმი); ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას; ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს; საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები; მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი. აუცილებლად ჩაიცვით მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თეთრეული და ტანსაცმელი.
თუ ამ რჩევების გათვალისწინების მიუხედავად ჭარბი ოფლიანობა მაინც გექნებათ, მაშინ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად