რომელი თვიდან უნდა გრცნობდეს ორსული ბავშვის მოცრაო... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

12-06-2011

-რომელი თვიდან უნდა გრცნობდეს ორსული ბავშვის მოცრაობებს და შეიცლება თუ არა ბევრჯერ ვერ იგრცნოს ქალმა ეს მოცრაობები. ეს ნორმალურია? ეკოსკოპიამ აჩვენა რომ პატარა ჯანმრტელია და კველაპერი ცესრიგშია. მადლობთ.

პასუხი
- პირველმშობიარე ქალი ნაყოფის მოძრაობას შეიგრძნობს მე-20 კვირიდან, ხოლო მომდვნო ორსულობის შემთხვევაში მოძრაობის შეგრძნება ხდება მე-18 კვირიდან. მაგრამ ეს ვადა ყველასთვის ინდივიდუალურია.
თავდაპირველდ ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება არ არის მკვეთრი და ხშირი, მაგრამ თანდათანობით მოძრაობა უფრო მკვეთრი ხდება და ინტენსივობაც მატულობს. მაგალითად, 24 კვირიდან ნაყოფის მოძრაობა 1 საათში საშუალოდ 10-15-დარტყმას შეადგენდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნაყოფს შეიძლება ეძინოს, მაგალითად 3 საათი და ამ დროს თითქმის არ მოძრაობდეს. თუ დედა 12 საათის განმავლობაში ვერ გრძნობს ნაყოფის მოძრაობას, აუცილებლად და დაუყონებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს. ძალიან აქტიური და მტკივნეული მოძრაობა კი მიუთითებს, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ასეთ შემთხვევაშიც გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მოულოდნელი და ძალიან აქტიური მოძრაობა შეიძლება მიუთითებდეს დედის ორგანიზმის არასასურველ მდებარეობაზე, ამიტომ ორსულმა უნდა შეიცვალოს მდებარეობა. 
ნაყოფის მოძრაობის ინტესივობის მაქსიმალური მატება აღინიშნება ორსულობის 24-დან 32 კვირამდე, შემდეგ თანდათანობით კლებულობს, განსაკუთრებით მშობიარობის მომენტისთვის. 

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
19 სექტემბერი 2019 17:06
არ ინერვიულო მეც მასე ვიყავი ზუსტად.. ერთ კვირაში გაიგებ გულის ცემას❤️
04 სექტემბერი 2019 16:39
გამარჯობა, რომელი კვირიდან უნდა ისმოდეს ნაყოფის გულის ცემა? მადლობა წინასწარ. 12 ივლისს მქონდა ბოლო ციკლი. პურველ ვიზიტზე ჩათვალეს რომ 5,5 კვირის ვიყავი და 2 კვირაში დამიბარეს ეხოზე მაგრამ დღეს არ ისმოდა გულისცემა, ნაყოფი გაზრდილია და შეესაბამაება წონას, ჩათვალეს რომ უფრო გვიან დაიწყო ორსულობა და სავარაუდოდ 6 კვირის ვარ და არა 7. ვნერვიულობ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად