– ვარ 23 წლის, მაწუხებს შეკრულობა. სახეზეც მიჩნდებ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
12-06-2011

–გამარჯობათ, ვარ 23 წლის, მაწუხებს შეკრულობა. სახეზეც მიჩნდება გამონაყარი, მაქვს ღიპის პრობლემაც, მითხრეს რომ ეს ყველაფერი კუჭ-ნაწლავის პრობლემასთან არის დაკავშირებული. რამოდენიმე დღეა დილით უზმოზზე ვსვამ 4 ტაბლეტ ნახშირს, მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია ამის მიღება და ხომ არ გამოიწვევს სხვა რაიმე გართულებას? მირჩიეთ როგორ მოვიქცე. დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი

–ნახშირი არის ადსორბენტი, ის შთანთქავს აირებსა და ტოქსინებს, მისი მიღება არ არის საშიში და არ იწვევს გართულებებს, თუმცა ეს არის სიმპტომის მომხსნელი და არა სამკურნალო პრეპარატი. შეკრულობის დროს რეკომენდებული საშუალებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ თინათინ გოცაძის სტატიაში "თუ შეკრულობა გაწუხებთ". მთლიანად მოგვყავს სტატია, რათა ვუპასუხოთ თქვენს კთხვას.

- შეკრულობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა დიეტას ენიჭება. ასეთ დროს კვების რაციონი უჯრედისის შემცველი პროდუქტით უნდა გამდიდრდეს: მსხვილად, უხეშად დაფქული ხორბლისა და ჭვავის პურით, უმი ხილითა და ბოსტნეულით. რეკომენდებულია სტაფილო, პომიდორი, კიტრი, სალათის ფურცლები, კომბოსტოსა და კიტრის მწნილი, ბოსტნეულის კერძები. ნაწლავების ფუნქციას ასტიმულირებს შაქრის შემცველი (თაფლი, შაქარი, მურაბა) და ორგანული მჟავებით მდიდარი რძემჟავა პროდუქტები: კეფირი, ჩუმა-მაწონი, რძემჟრალი, იგივე ვარენეცი (რძემჟავა პროდუქტები აუცილებლად ახალი უნდა იყოს). შეკრულობის დროს შესანიშნავია შავი ქლიავი, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარსა და უხეშ მცენარეულ უჯრედისს. რეკომენდებულია აგრეთვე მცენარეული ზეთი (ქაცვისა და მზესუმზირას), წიწიბურა, ქლიავის, გარგარის, ვაშლის ჩირი. შეკრულობისას დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების ტემპერატურასა და კვების რეჟიმს. კერძოდ, რეკომენდებულია ცივი სასმელების მიღება უზმოზე (პირდაპირ ლოგინში). ამ თვალსაზრისით კარგია დაშაქრული, მურაბიანი ან თაფლიანი წყალი. ეფექტიანია წინა ღამით ოთახის ტემპერატურის წყალში დამბალი ჩირი და ჩამიჩი, რომელიც დილით უზმოზე უნდა მიირთვათ.

შეკრულობის დროს B1 ვიტამინი ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით გაცილებით მეტი უნდა მიიღოთ. დღიური ულუფა 4-5 ჯერზე უნდა გადაანაწილოთ, საკვების მიღების შემდეგ კი აუცილებლად გაისეირნოთ. არ შეიძლება უმოძრაობა, მით უფრო - წოლა. შეკრულობის ხელშემწყობ მთავარ მიზეზებად დღეს უჯრედისით ღარიბი საკვებით კვება და უმოძრაობაა მიჩნეული.

რჩევები
• შეკრულობის დროს ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს ქატოს. ის საჭმლის მომნელებელი წვენების მიმართ მდგრადია, ენერგიის წყაროს არ წარმოადგენს და ამავე დროს ჩინებულად ასტიმულირებს ნაწლავების ევაკუატორულ (გამომყოფ) ფუნქციას. ქატოთი შეგიძლიათ ჩაიტაროთ ე. წ. საფაღარათო კურსი. უნდა დაიწყოთ შედარებით მცირე დოზებით. აიღოთ 2 ჩაის კოვზი ქატო, დაასხათ მდუღარე წყალი, ერთ საათს გააჩეროთ, გადაწუროთ და გაფუებული მასა მიირთვათ საკვებთან ერთად ან საჭმლის მიღებამდე 3 საათით ადრე. თუ ეფექტს ვერ მიიღებთ, ქატოს დოზა დღეში 6 ჩაის კოვზამდე გაზარდეთ, ხოლო როდესაც კუჭის მოქმედება (დეფეკაცია) მოგიწესრიგდებათ, კვლავ შეამცირეთ.
• უზმოზე მიირთვით ორი-სამი ვაშლი კანიანად, 1 ჩაის ჭიქა ცივი თაფლიანი წყალი, ახალი კარტოფილის ან სტაფილოს წვენი.
• ყოველდღიურად სვით 100-150 მლ მჟავე კომბოსტოს თბილი წვენი. დღის განმავლობაში მიიღეთ 500 გ ბანანი (სამ ჯერზე), 1 ჭიქა ყურძნის წვენი ან მარცვლები, ესეც - დღეში სამჯერ: დილით, უზმოზე, სადილამდე ერთი საათით ადრე და საღამოს, ძილის წინ.
• აიღეთ 300 გ თაფლი და 150 გ ალოე (ალოე მოჭრამდე ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მოირწყოს). თაფლი ოდნავ შეათბეთ (გაადნეთ), ალოეს ფოთლებიდან წვენი მაქსიმალურად გამოწურეთ, ერთმანეთში აურიეთ და მაცივარში შედგით. მიირთვით 1 სადილის კოვზი დღეში ორჯერ - დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. აუცილებლად დააყოლეთ წყალი.
• აიღეთ 2 ჩაის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, 8 საათით დააყენეთ. მიიღეთ დღეში ოთხჯერ ჭამის წინ 1/4 ჭიქა.
• აიღეთ 180 გ კეფირი, შეურიეთ 10 გ მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ და ძილის წინ მცირე ულუფებით ნელ-ნელა მიირთვით.
• აიღეთ 20 გ დაქუცმაცებული ხეჭრელას ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15-20 წუთს. მიიღეთ საღამოობით, ძილის წინ, 1/2 ჭიქა.

ფიზიკური აქტივობა და შეკრულობა
მოძრაობა, ფეხით სიარული და აქტივობა შეკრულობის სამკურნალო კომპლექსის წამყვანი კომპონენტია. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა და ჭიპისა და მის ქვემოთ არსებულ არეში უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებთ. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დილაობით, უზმოზე, რეგულარულად ჩაიტარებთ თვითმასაჟს. ეს მარტივი და იოლად შესასრულებელი პროცე-დურაა: სამი თითით (საჩვენებელი, შუა და არათითით) 3 წუთის განმავლობაში მსუბუქად უნდა დააწვეთ მუცლის კედელს. ზეწოლა უნდა განხორციელდეს 5-6-ჯერ, მცირე პაუზებით, ქვედა და ამავე დროს ცენტრისკენული მიმართულებით. ამის შემდეგ ერთი ჭიქა თბილი წყალი უნდა დალიოთ და ისე წამოდგეთ. ძლიერი ეფექტი აქვს მუცლის ხუთწუთიან წრიულ მასაჟს თბილ აბაზანაში (აბაზანა უმჯობესია მჯდომარე პოზაში დღეგამოშვებით მიიღოთ). კარგია დღეგამოშვებით 20-წუთიანი წიწვოვანი აბაზანებიც.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად