ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ შეძლებისდაგვარად.. მადლობ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

12-06-2011

-გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ შეძლებისდაგვარად.. მადლობას გიხდით წინასწარ. ვარ 26 წლის, 4 წელია რაც გათხოვილი ვარ. ეხლა გავხდი ფეხმძიმედ 10 კვირის ორსულობა შემიწყდა გაურკვეველი მიზეზების გამო, ადრე ნამკურნალები ვიყავი ვირუსებზე, ციტომეგალო ვირუსის მატარებელი ვარ, მქონდა ასევე ჰერპესი 2 სახის, თუმცა ყველაფერი წესრიგში მაქვს ანალიზებში არანაერი პრობლემა არ ჩანს ყველაფერი ნორმაში მაქვს.. 8კვირისას მოვისმინე გულისცემა ნაყოფი ჯამრთელი იყო ასევე მეც არანეირი პრობლემა არ მქონდა. ერთი კვირის შემდეგ შევამჩნიე ცოტა გამონადენი ღია ყავისფერი, თავის დაზღვევის მიზნით მივედი ჩემს ექიმთან, გადამიღეს ეხო და გულის ცემა უკვე აღარ უფიქსირდებოდა ნაყოფს. როცა მივედი ვიყავი 12 კვირის გულისცემა კი 10 კვირისას გაჩერებია ნაყოფს.. გაუგებრობაში ვარ ძალიან გთხოვთ მითხრათ რა შეიძლებოდა მომხდარიყო 2 კვირაში, როცა მანამდე ყველაფერი წესრიგში იყო.

პასუხი
-ადრეულ ასაკში მუცლის მოშლის ყველაზე მეტად გავრცელებულ 10 მიზეზს ჩამოგითვით:
1. მუცლის ადრეული (12 კვირამდე) მოშლის მიზეზების  დაახლოებით ნახევარი ნაყოფის ქრომოსომული პრობლემებით არის განპირობებული. უნდა გითხრათ, რომ ნაყოფის ასეთი  ქრომოსომული პრობლემების უმეტესობა მშობლებისგან მემკვიდრეობით კი არ არის მიღებული (ანუ ჩანასახის ქრომოსომული დეფექტი არ არის გამოწვეული მშობლებთან არსებული იგივე დეფექტით), არამედ  ეს მაშინ ხდება, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გაყოფას იწყებს. ასეთ შემთხვევაში ორსულობის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
2. ჰორმონალური დარღვევები ქალის ორგანიზმში. ადრეულ ასაკში მუცის მოშლის მიზეზი ჰორმონებდან ყველაზე ხშირად შეიძლება გახდეს პროჟესტერონის უკმარისობა. თუ ეს დროულად იქნა აღმოჩენლი, წამლების დახმარებით შესაძლებელი გახდება ორსულობის შენარჩუნება. ქალებში მამაკაცის ჰორმონის (ადროგენების)  სიჭარბემაც შეძლება გამოიწვიოს ადეულ ვადაზე მუცლის მოშლა, რადგან მამაკაცის ჰორმონი თრგუნავს  ესტროგენისა და პროჟესტერონის გამომუშავებას.  ორსულობის განვითარებაზე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებიც მოქმედებს, და აქედან გამომდინარე ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაც შეიძლება გახდეს მუცლის მოშლის მიზეზი.
3. იმუნოლოგიური მიზეზი. როგორც წესი, ამას ადგილი აქვს რეზუს-კონფლიქტის დროს. ემბრიონი იმემკვიდრებს მამისგან დადებით რეზუსს, მაშინ როცა  დედის რეზუს-უარყოფითი ორგანიზმი  უცხო სხეულად აღიქვამს ემბირონს და ხდება აბორტი. მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადია თუ წინასწარ იქნება ცნობილი, რომ ორსულს აქვს უარყოფითი რეზუსი.
4. სექსობრივი გზით გადამდები ინფექციები: ტრიხომონიაზი, ტოქსოპლაზმოზი, სიფილისი, ქლამიდია, გონორეა, ასევე ჰერპეს (თუ პირველად ორსულობის დროს მოხდა ინფიცირება)  და ციტომეგალოვირუსები. ეს პათოლოგიური ბაქტერიები და ვირუსები აზიანებენ  ნაყოფის გარსს, რასაც მუცლის მოშლა მოჰყვება.
5. შინაგანი ორგანოების ინფექციური და ანთებითი დაავადებები. ყველა დაავადება, რომელიც მიმინარეობს ინოქციკაციითა და ტემპერატურის 38 გრადუსამდე აწევით, შეიძლება გახდეს მუცლის მოშლის მიზეზი. ამ დაავადებებიდან ყველაზე საშიშია: წითურა, ვირუსული ჰეპატიტი, გრიპი, პნევმონია და ხვა.
6. ანამნეზში აბორტი. აბორტს შეიძლება ისეთი გართულებები მოჰყვეს, რამაც ქალის უშვილობა და მუცლის ნაადრევი მოშლა განაპირობოს.
7. წამლები და სამკურნალო მცენარეები.  ორსულობის პირველ ტრიმესტრში სასურველია წამლების მიღებისგან თავის შეკავება, რადგან  საკმაოდ ბევრ მათგანს შეუძლია ნაყოფის განვითარების მანკის ფორმირება.  მაგალითად, ნარკოტიკული ანალგეტიკები ან ჰორმონალური კონტრაცეპტივები ხშირად მუცლის მოშლის მიზეზი ხდება. ასევე სიფრთხლით უნდა მოეპყრას ორსული ბალახეულ ნახარშებსაც.
8. სტრესი. ხანგრძლივი ფსიქიკური გადაღლა შეიძლება გახდეს მუცლის მოშლის მიზეზი.
9. ცხოვრების არაჯანსაღი წესი_ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება, სიგარეტის მოხმარება, ყავის რეგულარულად მიღება, არასწორი და არასრულფასოვანი კვება შეიძლება გახდეს მუცლის მოშლის მიზეზი.
10. დაცემას, სიმძიმის აწევას, სქესობრივ ურთიერთობებს, იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც შეიძლება მოჰყვეს მუცლის მოშლა.
გირჩევთ მიმართოთ რეპროდუქტლოგს, ჩაიტაროთ სრულფასოვანი გამოკვლევა. ორსულობის შემთხვევაში მაშინვე მიმართეთ გინეკოლოგს და ზედმიწევნით შეასრულეთ მისი რჩევები.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად