დიდი მადლობა გაცემული პასუხისთვის! კიდე მაქვს თქვე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

10-06-2011

-დიდი მადლობა გაცემული პასუხისთვის! კიდე მაქვს თქვენთან შეკითხვა, ვარ 23 წლის გოგო, მუდმივად სახეზე მაქვს გამონაყარი, 1 წლის წინ ვიყავი დერმატოლოგთან და არაფერი საგანგაშო არ არისო და დამინიშნა ქაფურის სპირტზე და 4 ატიბიოტიკზე დამზადებული ხსნარით მკურნალობა, ცოტა შედეგი მოქონდა მაგრამ მაინც მთელი წელი თითქმის ყოველ დღემჭირდება ეს ხსნაი, რადგან მუდმივად 1 ან 2 გამონაყარი მაინც მაქვს. ეხლა მირჩიეს კლინდამიცინი-ტ მაზი. მაინტერესებს მიშველის თუ არა ან თქვენ ხო არ მირჩევდით უკეთეს საშუალებას. მაქვს ძალიან ცხიმიანი კანი.

პასუხი
-როგორც ჩანს ვულგარულ ფერიმჭამელას აქვს ადგილი. იგი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), საკვერცხეების დისფუნქცია  და სხვა.

მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიული პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას. კლინდომიცინი ტ მართლაც ინიშნევა აკნეს დროს, მაგრამ არანაირი ადგილობრივი მკურნალობა არ იქნება ეფექტური თუ არ მოხდევა მიზეზი დადგენა და მისი წინააღმდეგ ბრძოლა.  აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა, უნდა განისაზღვროს სისხლში შაქრის დონე, უნდა შემოწმდეს საკვერცხეების ფუნქციონირება.  ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალბით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.

-ვულგარულ ფერიმჭამელა არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა) და სხვა.
მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიული პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას.
ირქოვანი გამონაყარი გაწმენდას დღეში ერთხელ ლევომიცეტინის სპირტით და ზინერიტს სუსპენზიით, შემდეგ თითოეული ელემენტი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, 5 დღის შემდეგ გამოიყენეთ 2-ჯერ დღეში 10 დღე გარეგანი მოხმარების გელი_ დალასინი T, რომელიც შეიცავს კლინდამიცინს, ბოლოს ეფექტის შესანარჩუნებლად იხმარეთ კურიოზინის გელი 2-ჯერ დღეში. დასაბანად (კანისთვის და თმებისთვის) გამოიყენეთ ოქტენოსანი ან კლერასილის გელ-ქაფი (ანტიბაქტერიულია). გარდა ამისა, აუცილებელია დიეტა _ უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა, უნდა განისაზღვროს სისხლში შაქრის დონე. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალბით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად