–, 9 თვემდე ბავშვი მყავდა ძუძუთი კვებაზე. 9 თვიდან... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

09-06-2011

–გამარჯობა, 9 თვემდე ბავშვი მყავდა ძუძუთი კვებაზე. 9 თვიდან ღამით ჭამს მაწონს, თავიდან 1 ქილა ყოფნიდა ღამის მანძილზე (500 გრამიანი), ახლა ნელნელა მოუმატა და უკვე 2,5 ქილას ჭამს. რამდენად ნორმალურია ეს. ღამის მანძილზე 3-ჯერ, 4-ჯერ იღვიძებს და მთხოვს, რამდენჯერმე ვცადე საერთოდ არ მიმეცა, მაგრამ ისტერიულად ტირის, შემდეგ ვცადე შემემცირებინა დოზა, მაგრამ ტირის და სანამ იმდენს არ შეჭამს, რამდენიც უნდა, არ იძინებს. პედიატრი მეუბნება, რომ პრობლემა არ არის და დროთა განმავლობაში გადაეჩვევა, მაგრამ მე მაინც ვნერიულობ. ეს კითხვა მოგწერეთ და მთხოვეთ დამეზუსტებინა დღისით რა საკვებს იღებს ბავშვი. დილით ჭამს ფაფას ყველით (ჰერკულესი, სიმინდი ან წიწიბურა), შუადღით წვნიანს და 1 ნაჭერ ხორცს (საქონლის ქათმის ან თევზს), საღამოს ხაჭოს. შუალედებში ჭამს ხილს. ბავშვი 86 სანტიმეტრია და 15 კგ და 600 გრამი , ჩემი შვილი ახლა არის წლის და 6 თვის.

პასუხი

–ბავშვი იკვებება არასწორად, ღამით ჭამა დაუშვებელია, დაამატეთ დღის კვებებს დილით და საღამოს 200–250 მლ მაწონი, ბოლო კვება უნდა იყოს 20–21სთ–ზე და შეწყვიტეთ ღამით კვება. ეს დაიწყვეთ ღამით მიღებული საკვების რაოდენობის შემცირებით. გარდა მითითებულისა, ბავშვი დღის განმავლობაში უნდა იღებდეს 2 ნაჭერ პურს, ბოსტნეულის სალათს. შესაძლოა დღის განმავლობაში მიღებული საკვები გახადოთ უფრო მრავალფეროვანი, ამ ასაკში კვება ღამით კი დაუშვებელია.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად