უღრმესი მადლობა ასეთი საიტისათვის. ძალიან კარგი ს... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

08-06-2011

-გამარჯობათ, უღრმესი მადლობა ასეთი საიტისათვის. ძალიან კარგი საიტია და მართლაც რომ პროფესიონალები ხართ...მინდა კიდევ ერთი რამ გკითხოთ 1.67 ვარ და 65 კგ (ეს ჩემი წონის მაქსიმუმია, როდესაც ვსუქდები). რამდენად მსუქანი ვარ და რა მივიღო გემოგლობინი მაქ დაბალი და შიდა ქალას წნევა მაწუხებს, იქნებ რამე ისეთი დიეტა მირჩიოთ, რომ ცუდათ არ გავხდე? მადლობთ წინასწარ

პასუხი
-სამედიცინო თვალსაზრისით სხეულის მასისა და სიმაღლის თანაფარდობა ფასდება მასის ინდექსით. ამ ინდექსის დასადგენად წონა უნდა გაიყოს სიმაღლის კვადრატზე (კგ/მ2). ნორმალურია 18.5 - 24.9, მსუქანი 25.0 - 29.9; ძალიან მსუქანი - 30.0 ან მეტი და ძალიან გამხდარი - 18.5 ან ნაკლები. ამ ფორმულის მიხედვით თქვენი მასის ინდექსი შეადგენს 23,3, რაც ნორმაა, მაგრამ იდეალური იქნებოდა 59 კგ. დაკლების მიზნით მკაცრი დიეტის დაცვას არ გირჩევთ, ასე ჯერ ერთი ჯანმრთელობას დაიზიანებთ, თანაც სწრაფად დაკლებულ კილოგრამებს სწრაფადვე აინაზღაურებთ. უმჯობესია, ისწავლოთ სწორი, ზომიერი, ბალანსირებული და რაციონალური კვება. გაითვალისწინეთ ასეთი რჩევები:
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს. ამისათვი იმოძრავეთ ბევრი (ივარჯიშეთ, დაკავდით სპორტით, ბევრი იარეთ ფეხით).
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
ახლა რაც შეეხება დაბალ ჰემოგლობინს, საინტერესოა რამდენი გაქვთ ჰემოგლობინი, ერითროციტები, ფერადობის მაჩვენებელი. ჰემოგლობინის ნორმალიზაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა პრეპარატებს ენიჭება, კვება არ არის პრინციპული. მართალია, ჩვენს პაციენტებს ხშირად აქვთ არასწორი წარმოდგენა და გონიათ, რომ მდგომარეობას გამოასწორებს ჭარხალი, ბროწეული ან ვაშლი, მაგრამ ეს არასწორია. ადამიანის ორგანიზმი ყველაზე კარგად იწოვს ხორცში არსებულ რკინას, თუმცა ანემიისას მასაც არ შეუძლია დეფიციტის შევსება. ასე რომ ჯობს გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და ექიმს (თერაპევტს ან ჰემატოლოგს) აჩვენოთ.



-dietisaTvis SerCeuli produqtebi unda iyos mravalferovani da gemrieli. CamonaTvalSi aucileblad unda Sediodes: qaTmisa da Zroxis xorci, Tevzi, rZe, rZis produqti, marcvleuli, burRuleuli, xili da bostneuli. es produqtebi saWiro raodenobiT Seicavs cilebs, cximebs, naxSirwylebs, mineralebs da vitaminebs.

-miRebuli produqtebis kaloriuloba unda Seesabamebodes organizmis energetikul danakargebs.

- optimaluria oTxjeradi kveba sakvebis aseTi gada nawilebiT: 25%-sauzme, 35%-sadili, 25%-meore sadili da 15%-vaxSami.

- erideT tkbileuls: Saqars, murabebs, nayins, Sokolads, comeuls, cxovelur cxims.

კომენტარები
16 აპრილი 2015 21:56
გამარჯობა.1.57 ვარ 60კგ ვერანაირად ვერ ვიკლებ წონას.უკვე 3 კვირაა დიეტაზე ვარ .მანამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ დიეტაზე თუმცა უშედეგოთ ვერანაირად ვერ ვიკლებ:( .კალორიების დიეტაც ვცადე ..5 საათის შემდეგ არ ვიGებ საკვებს ..მინდა 50 გავხდე ტუმცა ჯერ 1კილოც ვერ მოვიკელი.დამეხმარეთ გთხოვთ Dზალიან:)
19 ივნისი 2014 18:59
გამარჯობათ.....ვარ 167სმ და 72 კგ....დზალიან მინდა დავიკლო...გთხოვთ იქნებ მირჩიოთ კონკრეტული დიეტა...
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად