დიდი ხანი არაა რაც შევნიშნე რომ საშოს შესასვლელში... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

07-06-2011

-გამარჯობათ, დიდი ხანი არაა რაც შევნიშნე რომ საშოს შესასვლელში მაქვს რაღაც მოგრძო წანაზარდები, დისკომფორტს არ მიქმნის. ვვარაუდობ, რომ კონდილომაა. შეიძლება რომ ყელშიც იყოს იგივე? გინეკოლოგთან მისვლამდე მაინტერესებს რა ანალიზები და პროცედურები მექნება გასავლელი და საშიშია თუ არა ეს კონდილომა? თან სულ მაქვს თეთრი გამონადენი, 2 წელიწად-ნახევარია რაც ვმკურნალობ და არ გადის. ხან სოკო, ხან ბაქტერიები, ორივე ვმკურნალობდით, მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ, ასევე ხშირად მაწუხებს ცისტიტი. ვინმე კარგ, გამოცდილ გინეკოლოგს თუ მირჩევთ კარგი იქნებოდა, თორემ დავიტანჯე

პასუხი
-გენიტალიებზე ნებისმიერი წარმონაქმნის გაჩენა ექიმთან ვიზიტის საფუძველს იძლევა. სავარაუდოდ საქმე გვაქვს მახვილწვერა კონდილომასთან, თუმცა აუცილებელია სპეციალისტის მიერ ადგილობრივი დათვალიერება. მახწვილწვერა კონდილომები სქესობრივი გზით ვრცელდება. მახვილწვერა კონდილომის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია კლინიკური სურათის მიხედვით, მაგრამ სასურველია, ის ნაცხის ლაბორატორიული ანალიზითაც დადასტურდეს. გამონადენთან დაკავშირებით გეტყვით, ქალს მცირე ოდენობის გამჭვირვალე, უსუნო გამონადენი უნდა ჰქონდეს. გამონადენის რაოდენობა მატულობს ოვულაციის პერიოდში (მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდი). მაგრამ თუ გამონადენი ჭარბია, ფერს იცვლის ან სუნიანია, მაშინ აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი და მინიმუმ ნაცხის ანალიზის გაკეთება.
საშოდან დიდი რაოდენობით გამონადენი აუცილებლად საჭიროებს გინეკოლოგის კონსულტაციას, აუცილებელია შემდეგი გამოკვლევები: მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა, საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია, ანტიბიოტიკოგრამა (მკურნალობის ჩატარებისას ანტიბიოტიკების მგრძნობელობის მიხედვით არჩევისათვის) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევა.


გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად