მოგესალმებით, დილით ვჭამე მარწყვის ტორტი და ჩაი, შ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
04-06-2011

-მოგესალმებით, დილით ვჭამე მარწყვის ტორტი და ჩაი, შემდეგ ასე ოთხი საათისთვის, ალესილი ლობიო, შებოლილი ყველი, რომელსაც რამოდენიმე დღეა ვჭამ და მწნილი, ჭამიდან სადღაც ნახევარ საათში ან ორმოც წუთში მუცელი საშინლად გამებერა და დამეწყო მოვლითი ტკივილები მუცელში და აგრეთვე თირკმლების არეში და საკვერცხეებთანაც ისე, ციკლის დროს რომ იცის ტკივილი, აგრეთვე იყო წვიმა და ფეხი დამისველდა და ფაღარათი, რომელსაც ლორწოც მოყვებოდა. გთხოვთ მიპასუხოთ რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო, დილით ჭამამდე მქონდა მიღებული ფოსფალუგელი, საერთოდ ამ წამალს ხშირად ვსვამ, იმიტომ რომ მოწამვლის მეშინია, ეხლა ზამთარს საშინელი ნაწლავური ინფექცია მქონდა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანი ვმკურნალობდი და მას მერე მეშინია იგივე არ განმეორდეს. გუშინ კი ამ ჩივილების მერე დავლიე ნახშირი, ორი კაფსულა იმოდიუმი, საღამოსკენ სმექტა, მოლდი და გვიან ღამით ვსვამდი რეგიდრონს , ჭამის დროს კი მეზიმ-ფორტეს. ეს წამლები დღესაც გავაგრძელე, მას მერე კუჭში არ გავსულვარ, ეხლა ტკივილებიც არ მაქვს, ოდნავ რაღაც დისკომფორტს ვგრძნობ კუჭის არეში და დაღლილობას, რომელსაც ძალიან ხშირად ვუჩივი, თითქმის სულ. გთხოვთ რამე მომწეროთ. მადლობა წინასწარ.

პასუხი

-ფოსფალუგელი არის სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატი, მისი მიღებისას კუჭის მჟავე წვენი ნეიტრალდება და საკვებისმიერი ინფექციისაგან დაცვა სუსტდება. ამის გათვალისწინებით, ფოსფალუგელის მიღება მოწამვლის შიშით არასწორია, პირიქით, მისი მიღებისას მოწამვლის შანსი იზრდება. არც იმოდიუმის მიღებაა რეკომენდებული, რადგანაც ფაღარათი, რომელსაც დამცველობითი ფუნქცია აქვს, წყდება და შეიძლება ჩივილები გაუარესდეს. სხვა მედიკამენტები შეგიძლიათ მიიღოთ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად