უფრო ზუსტად თუ შეგიძლიათ მომწეროთ, რისი ჭამა შეიძ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

04-06-2011

- უფრო ზუსტად თუ შეგიძლიათ მომწეროთ, რისი ჭამა შეიძლება და რისი არ შეიძლება, რა ვჭამო ლაქტაციის პერიოდში? წინასწარ მადლობა

პასუხი

- კითხვაზე პასუხისათვის გთავაზობთ ნაწყვეტს თინათინ ქორიძის სტატიიდან
მეძუძური ქალის კვება
მეძუძური ქალის რაციონი ზომიერი და მრავალფეროვანი უნდა იყოს. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ცილოვან ნივთიერებებს. ცხოველური წარმოშობის ცილებთან ერთად (ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, ნადუღი, რძე, მაწონი) აუცილებელია მცენარეულიც (ლობიო, ბარდა, კარტოფილი), მაგრამ ზომიერი ოდენობით. მეძუძურმა ქალმა დღეში 4-5-ჯერ უნდა ჭამოს. დღის პირველ ნახევარში (საუზმე, სადილი) კალორიული საკვები უნდა მიირთვას, მეორე ნახევარში კი - შედარებით მსუბუქი. ნავახშმევს სასურველია მაწვნის მიღება. მეძუძურმა დედამ ღამით 8 საათი მაინც უნდა იძინოს, ხოლო დღისით 1-2 საათი ისეირნოს სუფთა ჰაერზე ჩვილთან ერთად.
მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
•    200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
•    100-150 გრამი ხაჭო;
•    20-30 გრამი ყველი;
•    1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
•    600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
•    200-300 გრამი ხილი;
•    პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი);
•    სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
აუცილებელია ისეთი სურსათის შეზღუდვა, რომელიც ძნელად მოსანელებელია და არც ბავშვისთვის არის სასურველი. ასეთია ცხიმიანი ხორცი (ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის), დიდი ოდენობით ცხიმი, ტკბილეული, ცხარე და მჟავე საკვები. თუ მეძუძურ დედას კუჭ-ნაწლავის შეკრულობა ან აშლილობა აღენიშნება, ჩვილსაც აუცილებლად იგივე პრობლემა შეაწუხებს, ამიტომ ფერმენტებითა და პრობიოტიკებით მკურნალობა დედასაც და ჩვილსაც ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს. სწორად ორგანიზებული დღის რეჟიმი, სიმშვიდე, თბილი ოჯახური ატმოსფერო და კვების რეჟიმის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ნორმალური ლაქტაციის შენარჩუნებისთვის, რაც, თავის მხრივ, ჩვილის ნორმალური განვითარების საწინდარია.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად