-ჩემს 10 წლის ბიჭს აქვს ასთმა, რის გამოც სისტემატურად მიხდება ვენტოლინის გამოყენება. რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ პრეპარატს და საჭიროა თუ არა ბავშვისთვის ღვიძლის შემოწმება?
-თუ სისტემატიურად საჭიროა ვენტოლინის გამოყენება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ალერგოლოგს, რათა შეირჩეს სხვა, უფრო ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატი. ვენტოლინი არის შეტევის მოსახსნელი პრეპარატი და მისი სისტემატიური გამოყენების აუცილებლობა ნიშნავს, რომ დაავადება არ არის სათანადოდ კონტროლირებული. ვენტოლინი არ მოქმედებს უარყოფითად ღვიძლზე და ზოგადად, საინჰალაციო პრეპარატების გვერდითი ეფექტები მინიმალურია.