21 წლის გოგონა გაწუხებთ. ბოლო 3-4 წელია დამჩემდა ... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

02-06-2011

- 21 წლის გოგონა გაწუხებთ. ბოლო 3-4 წელია დამჩემდა თითების (ხელების და ფეხების) ე.წ ტკაცუნი. ძალიან არ მსიამოვნებს და მინდა გადავეჩვიო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ გავიტკაცუნე, საშინელ დისკომფორტს და ზოგ  შემთხვევაში ტკივილსაც განვიცდი. უკვე აღარ შემიძლია, ყოფილა შემთხვევა, დილითაც გავუღვიძებივარ დისკომფორტს და მინდოდა ფეხის თითების გატკაცუნება. (ბოდიშს გიხდით ასეთი კითხვისთვის). ჩემი შეყვარებული მეუბნება, რომ არ შეიძლება ასე მუდამ თითების ტკაცუნი, წლების შემდეგ თითების ფორმის დეფორმაციას გამოიწვევსო. მეც ძალიან-ძალიან მინდა გადავეჩვიო ამ შემაწუხებელ ჩვევას. მინდა აღვნიშნო, რომ მგონი სადაც კი სახსარია და ძვალი ტკაცუნობს, ყველგან ვატკაცუნებ: ( წელის (ხერხემლის) არეში, კისერში, მენჯებში, მუხლებში). თითო თითს სამნაირად ვატკაცუნებ, ანუ რომ წარმოიდგინოთ თითი, სამგან ხომ იკეცება, აი სამივე ადგილას ვატკაცუნებ. ძალიან მაწუხებს და ძალიან განვიცდი ამას. მაგრამ რა გავაკეთო არ ვიცი. რამდენჯერმე ვცადე არ გამეტკაცუნებინა, ვითმინე სადამდეც შემეძლო, დისკომფორტის გრძნობასაც ვუმკლავდებოდი, მაგრამ ბოლოს ისე მტკივა ხოლმე, რომ აზრი აღარ აქვს არაფერს და ვატკაცუნებ ისევ. უმორჩილესად გთხოვთ, მირჩიეთ რამე. ვის მივმართო? ხანდახან ისე მაწუხებს ფეხის თითების არე, რომ სურვილი მიჩნდება მოვიჭრა და გადავაგდო. ჩემი კითხვა შეიძლება ვინმესთვის სასაცილოც იყოს, მეც რომ გადავიკითხე გამეღიმა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნიჭიერის შესარჩევ ტურში ვარ, მაგრამ დამიჯერეთ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს მსგავსი რამ განცდილი, საერთოდ არ გაეღიმება. გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად მიპასუხოთ. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას. ველოდები თქვენს პასუხს.

პასუხი

- ძალიან დიდია ალბათობა, რომ საქმე გვაქვს არა სახსრების პათოლოგიასთან, არამედ ნევროზულ ჩვევასთან ან ტიკთან. თუმცა ამ ყოველივეში დასარწმუნებლად გირჩევთ მიმართოთ რევმატოლოგს. თუ სახსრების პათოლოგია გამოირიცხა, საჭირო იქნება ნევროლოგის ან ფსიქოლოგის დახმარება.

კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად