ვარ 26 წლის, მქონდა 4 ნაადრევი მშობიარობა, სამი 24... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

01-06-2011

-ვარ 26 წლის, მქონდა 4 ნაადრევი მშობიარობა, სამი 24 კვირაზე და ერთი 26 კვირაზე. ორჯერ დამადეს ნაკერები საშვილოსნოს ყელზე უკმარისობის გამო, მაგრამ უშედეგოდ, გამოკვლეული ვარ ვირუსეზე და ინფექციებზე მაქვს ციტომეგალოს G ფორმა და ეს გამოყვა ბავშვსაც, არა მაქვს საშვილოსნოს პატოლოგია. არც ბავშვებს არ ქონიათ არანაირი ანომალია, იბადებიან ცოცხლები, ბოლო მშობიარობა მქონდა 19 თებერვალს 26 კვირაზე და იცოცხლა ორი კვირა ბავშმა. გამოყვა მარტო ციტომეგალოს G ფორმა. ორსულობის დროს მაცუხებს ხშირი შარდვა, მაგრამ დავთესეთ შარდი და აქაც არაფერი, არც ვიცი რა მოგცეროთ ვიკვლევ სულ მიზეზს მაგრამ შედეგი მაინც იგივეა .თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა და რა შეიძ|ლება რო გავაკეთო, მადლობა წინასწარ. მეშველება რამე?

პასუხი

პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ "ელიტა მედის" მეან-გინეკოლოგი მარინა ჩარკვიანი

-აღნიშნული სამეანო პათოლოგიის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. გენეტიკური პათოლოგია (გენეტიკურ კონსულტაციას იტარებს ორივე პარტნიორი), 2. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. 3. ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია (განსაკუთრებით საინტერესოა U. Uრეალიტიცუმ, M.ჰომინის , ამ ინფექციისათვის დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის უკმარისობა), 4. ჰორმონული დისბალანსი. 5. ენდოკრინული პათოლოგია (ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და შაქრიანი დიაბეტი) 6. Rh კონფლიქტი. 7. იმუნოლოგიური შეუთავსებლობა (ანტისპერმული ანტისხეულების განსაზღვრა, გამოკვლევას იტარებს ორივე პარტნიორი) 8. ექსტრაგენიტალური დაავადებები. Oორსულობის დრომდე მიტანის მიზნით აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება დაორსულებამდე.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად