თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორ ამზადებენ იმ მასას რომ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

25-05-2011

- თუ შეგიძლიათ მითხრათ როგორ ამზადებენ იმ მასას რომელსაც სალონებში იყენებენ ზედმეტი თმის მოსაშორებლად?

 

 

პასუხი

- კრემ-დეპილატორზე თუ საუბრობთ ისინი იყიდება აფთიაქებსა და პარფიუმერიის მაღაზიებში.

თუ თმების მოსაშორებელ ცვილს გულისხმობთ, მის  მოსამზადებლად დაგჭირდებათ : 1 ჭიქა შაქარი, 1/2 ლიმონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1/3 ჭიქა წყალი.

აურიეთ ქვაბში შაქარი, ახლად გამოწურული 1/2 ლიმონის წვენი, თაფლი და წყალი. დადგით ცეცხლზე და თან გამუდმებით ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი, შემდეგ ჩამოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.

სანამ მასა გაგრილდება, დაიმუშავეთ ფეხის კანი - მიიღეთ თბილი შხაპი ან აბაზანა, მაგრამ არ გამოიყენოთ არანაირი ასაქაფებელი საშუალება, რადგან ისინი კანზე ტოვებენ ტენიან თხელ დამცავ შრეს, რომელიც ხელს შეუშლის შაქრიანი მასის მიწეპებას. უმჯობესია, გამოიყენოთ ბავშვის საპონი. ამის შემდეგ ფეხები აუცილებლად უნდა გაიმშრალოთ კარგად და დაიმუშაოთ სპირტის შემცველი რომელიმე ხსნარით. იგი კანს აშორებს ცხიმს და დეზინფიცირებას უკეთებს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ლოსიონი, სპირტის შემცველიც კი, რადგან მას აქვს დამატენინებელი ეფექტი. როცა სპირტი შეგაშრებათ, მიიყარეთ ფეხზე ბავშვის ტალკი და გადაანაწილეთ იგი კანზე მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით. ამით დეპილაციისთვის მზადება დასრულებულია. დაიწყეთ ცვილის ფეხზე დატანა თმების ზრდის მიმართულებით. თუ თმის სიგრძე 0,6-0,7 სმ-ზე მეტია, მაშინ აუცილებელად დაიდეთ ცვლის ერთი ფენა, მისი გაშრობის შედეგ - მეორე და შემდეგ - მესამე. ცვილის ზემოთ უნდა დაიწებოთ სპეციალური სადეპილაციო ლენტი. იგი იყიდება სალონებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში და ერთი შეკვრა მინიმუმ ნახევარი წელი გეყოფათ. ლენტი კარგად რომ მიეწებოს ცვილს, ხელის გული რამდენჯერმე უნდა გაატაროთ მასზე. ლენტი მოშორებული უნდა იქნას თმების ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით (ანუ ქვემოდან ზემოთ) ერთი მკვეთრი მოძრაობით. ეს, რასაკვირველია, მტკივნეულია, მაგრამ ტკივილი რამდენიმე წამი გრძელდება. ტკივილს შეამცირებთ, თუ ასე მოიქცევით: მარჯვენა ხელით აძრობთ ლენტს და ამ დროს მარცხენათი კანს ქაჩავთ ქვემოთ. ბოლოს გეტყვით, რომ უკეთესია დეპილაცია ცალ-ცალკე გაიკეთოთ კანის პატარ-პატარა (10-15 სმ) უბნებზე.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად