წლების განმავლობაში საზარდულზე მაქვს ალბათ სოკო, ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

24-05-2011

- წლების განმავლობაში საზარდულზე მაქვს ალბათ სოკო, რადგან წებოვანი სითხე გამოიყოფა და აქვს თავისებური სუნი. გამორიცხულია ყოველი დილით რომ არ დავიბანო, თუმცა ერთ საათში ისევ გამოიყოფა და მიქმნის დისკომფორტს, ექიმთან ვერ მივდივარ, იქნებ მირჩიოთ რამე დროებით მაინც რომ მოვისვენო.

 

 

პასუხი

- ზეპირად ძნელია დასკვნის გაკეთება, თქვენი მონათხრობით გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საზარდულის ჰიპერჰიდროზს აქვს ადგილი. საზარდულის მიდამოში დიდი რაოდენობითაა ისეთი საოფლე ჯირკვალები, რომლებსაც შეუძლია კანის საპროფიტული მიკროორგანიზმების კოლონიზაცია (ინტენსიური გამრავლება) და სუნის პროდუცირება. განსაკუთრებით ცუდია სუნი მაშინ, თუ ანუსის ოფლიანობაც ერთვის ამას თან. მარტივად გეტყვით, რომ ოფლს მკვეთრი სუნი არ ახასიათებს, სუნის მიზეზი ხდება ის ბაქტერიები, რომლებიც სახლდებიან ოფლიან გარემოში (ეს გარემო ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელია).

აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ჰიპერჰიდროზის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები და ინფექციური დაავადებები.

ჰიპერჰიდროზის  დროს  პირველ რიგში აუცილებელია პირადი ჰიგიენის გაათმაგება - ხშირად უნდა დაიბანოთ ( საპნით), შემდეგ კარგად გაიმშრალოთ პირსახოცით და ჩაიცვით თავისუფალი ბამბის საცვლები. კარგ შედეგს იძლევა მუხის ქერქის ნახარშის აბაზანა და ტალკი. თუ არ გაქვთ ხშირ-ხშირად შხაპის მიღების საშუალება, მაშინ ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი (3%). ბამბის ტამპონი დაასველეთ მასში და გაიწმინდეთ პრობლემური არე. გარდა ამისა, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ შეეცადეთ დაარეგულიროთ თქვენი კვება და დაიკლოთ წონაში.

საზარდულის არის ჰიპერჰდროზის დროს შეზღუდულად შეიძლება გამოყენებული იქნას იონტოფორეზი და ბოტოქსის ინექციით მკურნალობა. ბოტოქსი წარმოადგენს მრავალჯერადად განზავებულ ბოტულოტოქსინს (ძლიერი შხამი), მისი მოქმედებით ხდება საოფლე ჯირკვლების ,,დამბლა", მაგრამ ხანმოკლე მოქმედებისაა და რამოდენიმე თვეში განმეორებით ინექციას საჭიროებს.

ძალიან კარგი იქნება თუ კონსულტაციას გაივლით დერმატოლოგთან და ენდოკრინოლოგთან.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად