ვარ გათხოვილი 19 წლის. ხშირად მაქვს ყრუ ტკივილები... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

24-05-2011

- ვარ გათხოვილი 19 წლის. ხშირად მაქვს ყრუ ტკივილები მარჯვენა საკვერცხის. ადრეც მქონდა პრობლემები, მაგრამ ვიმკურნალე. ახლა კი ოდნავ შემცივდება თუ არა მაშინვე მეწყება ტკივილი. მაინტერესებს, შეუძლია თუ არა ამან ხელი შეუშალოს დაორსულებას? ან რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

 

 

პასუხი

– უნაყოფობის მიზეზებში პირველი ადგილი უჭირავს სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს, რომელიც არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (ე.წ ვენერიულ დაავდებები) შედეგი. ენდოკრინული გენეზის უშვილობა პროცენტულად მეორე ადგილზეა.

თქვენს შემთხვევაში გაურკვეველია რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ, საკვერცხეების და კვერცხსავალი მილების პათოლოგიებს შეუძლია გამოიწვიოს უშვილობა, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, მომავალში შესაძლო პრობლემები თავიდან აცილების მიზნით.

ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განაყოფიერებისთვის საშვილოსნოს გამავალი მილები – გასაგებია, რომ ჩვეულებრივ, კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხორციელდება საშვილოსნოს ღრუში, ფალოპიუსის მილებთან ახლოს, ან თავად მილებში. შემდეგ ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიგრაცია და მიმაგრება საშვილოსნოს რომელიმე ნაწილში. ბუნებრივია, თუ მილი გადაკეტილია ვერ მოხდება კვერცხუჯრედისა და სპერმის შეხვედრა.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად