- გამარჯობა, ვარ 5 თვის ორსული, ბოლო ორი დღეა მაწუხებს აუტანელი ტკივილი თირკმელების, ტკივილის გაყუჩების მიზნით ვიღებ 2 აბ ციტრამონს, მაინტერესებს რით შეიძლება იყოს გამოწვეული ტკივილი, ადრე არასდროს მაწუხებდა და რამდენად რეკომენდირებულია ამ წამლის მიღება ორსულობის ამ პერიოდზე? მადლობთ
- სჯობს მიმართოთ მეან-გინეკოლოგს, რათა დროულად განსაზღვროს "თირკმელების" ტკივილის მიზეზი. რადგან ორსულობაში თირკმელზე მოდის სერიოზული დატვირთვა. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ორსულთა პიელონეფრიტს, ეს კი სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს და ვერავითარი 2 აბი ციტრამონი ვერ გიშველით.
მოერიდეთ თვითნებითად მედიკამენტების მიღებას. დაუყოვნებლივ ადით აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში, სადაც მეთვალყურეობას გაგიწევთ მეანი და საჭიროებისამებრ მოგცემთ კვალიფიციურ რჩევას.