სალომე მქვია, მოგესალმებით, მომეშალა 2 ორსულობა 3... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

23-05-2011

- სალომე მქვია, მოგესალმებით, მომეშალა 2 ორსულობა 3 და 7 კვირის ვადაზე, შემდეგ დავოსრულდი მაგრამ 6,5 კვირაზე არ არის ნაყოფი, მაქვს მუქი გამონადენი, ექიმმა ჩარევა არ არის საირო თავისით გამოიდევნებაო. არანაირ ანალიზს არ მაკეთებინებს, ემბრიონის არ არსებობა გენეტიკის ბრალიაო მითხრა...იქნებ თქვენგან მაინც მივიღო ამომწურავი პასუხი რა ხდება ამ დროს და რაიმე სპეციალური ანალიზი ხომ არ კეთდება რამოდნიმე მოშლის შემდეგ? წინასწარ მადლობა.

პასუხი

პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ ელიტა მედისმეან-გინეკოლოგი მარინა ჩარკვიანი

- პირველ რიგში აუცილებელია საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა და მასალის მორფოლოგიური გამოკვლევა. ანემბრიონიის (სანაყოფე პარკი ემბრიონის გარეშე) დროს აუცილებლობას წარმოადგენს წყვილის გენეტიკური კონსულტაცია. ასევე როცა ანამნეზში აღინიშნება 3 შეწყვეტილი ორსულობა, აუცილებელია შემდეგი გამოკვლევების ჩატარება: ვირუსოლოგიური და ბაქტერიული გამოკვლევა, ჰორმონალური გამოკვლევა, ანტისხეულების დონის განსაზღვრა, რომელიც იმუნოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს.

 

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად