ალერგიასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. 6 წლიდან მ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

18-05-2011

- ალერგიასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. 6 წლიდან მაქვს ალერგია მთელ სხეულზე. სამწუხაროდ, ვერცერთმა ექიმმა ვერ შეძლო დიაგნოზის დადგენა. ბოლოს სამი წლის წინ ვიყავი "ნუნისში" და იქაურმა დერმატოლოგებმა დამიდგინეს ნეიროდერმიტი. ამ დაავადების შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ არის ქრონიკული. წამლები, რომელსაც მკურნალობის დროს ვხმარობდი  უშედეგო იყო და პირიქით, გამოიწვია კიდევ ერთი პრობლემა, კერძოდ, თმიანობა. იქნებ, მომაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ნეიროდერმიტზე და თუ არსებობს რამე საშუალება მის სამკურნალოდ? ამჟამად ვარ 19 წლის.

პასუხი

პასუხობს: დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა:

–თქვენი დიაგნოზი ნეიროდერმიტია. ეს დაავადება გაქვთ ექვსი წლის ასაკიდან. რაც შეეხება თმიანობას, ადგილობრივ, ხანგრძლივად გამოყენებულმა სტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიოს თმიანობა.

ნეიროდერმიტი არის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ანთება, რომელიც მიმდინარეობს ეპირემისსა და დერმაში. მას ახასიათებს ძლიერი ქავილი. არსებობს შემოსაზღვრული და დიფუზური ნეიროდერმიტი. ანამნეზში ხშირია პოლინოზი, ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრულ წინასწარგანწყობას.  დაავადება გრძელდება თვეობით და წლების განმავლობაში. დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია ალერგენებთან კონტაქტი, ემოციური გადაძაბვა, ჰორმონალური ძვრები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ახასიათებს სეზონურობა, დაავადება ხშირად გრძელდება 15-20 წელი. უნდა ერიდოთ ხშირ მოქავებას, რათა არ შეიჭრას მეორადი ინფექცია. მკურნალობა: კანი უნდა დავატენიანოთ (არომატიზატორების გარეშე). საპონი -იშვიათად გამოიყენეთ. ადგილობრივად ვიყენებთ კორტიკოსტეროიდებს, კუპრის შემცველ პრეპარატებს. როცა სხვა საშუალებები უშედეგოა (მაგალითად, ანტიჰისტამინები, ვიტამინები, სედატიური საშუალებები), ვიყენებთ სტეროიდებს მოკლე კურსებით. გირჩევთ, ნუნისის კურორტს. მრავალწლიანი გამოცდილება გვიდასტურებს მის დადებით შედეგს.

კომენტარები
09 აპრილი 2014 19:12
მაქვს ნეიროდერმიტი უკვე 8წელია,ახლობელმა მირჩია ბაობაბის დალევა,მაინტერესებს გაქვთ თუ არა ამ წამლის შესახებ რაიმე ინფორმაცია და მირჩევდით თუ არა მის მიგებას?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად