– ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, მყავს 2 თვის ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

18-05-2011

– გამარჯობათ, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, მყავს 2 თვის და 2 კვირის ბავშვი ხელოვნურ კვებაზე. თავიდან ვაძლევდი პრე ჰუმანას, ყოველ 3 საათში ერთხელ, და იმისგამო რომ საკვები არ ყოფნიდა, და დროზე ადრე იწყებდა ტირილს 1 თვის ასაკში გადავიყვანეთ ჰუმანა 1-ზე, თუმცა ამ საკვების მიღებისას ბავშვს დაეწყო საოცარო მოველენები: ანუ ზუსტად ჭამის პერიოდში ტკვიდებოდა მუცელი, აწუხებდა გაზები, ეს მოვლენები აღენიშნებოდა, როცა ბავშვი მიიღებდა ულუფის 70 გრ-ს, დანარჩენ 50-60 გრამზე ეწყებოდა ისტერიული ტირილი, ამასობაში საკვები ცივდებოდა და აღარ ჭამდა, ექიმის დანიშნულებით ბავშვს უკვე 2 კვირაა რაც საკვები შევუცვალეთ და გადავედით ფრისო GOLD-ზე. ამ საკვებს ვუმზადებ ინსტრუქციის მიხედვით 120 გრამს,მაგრამ ისევ ჭამის დროს, როცა მიიღებს 50 გრამს, იწყებს ისტერიულ ტირილს, ამოძრავებს ხელ-ფეხს, ბოთლზე ხელს მიკრავს და აღარ უნდა საკვების მიღება.ყოველი ჭამის წინ ვაძლევ ესპუმიზანს 15-20 წვეთს, როგორც კი დაამთავრებს ჭამას, ამოიქარვებს და ბავშვი მშვიდდება, გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე??? ნუთუ ეს საკვებიც ვერ მიიღო ბავშვმა? ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ.

პასუხი

–ეცადეთ ბავშვი ჭამისას შეასვენოთ, მან უნდა ამოაქარვოს არა მარტო ჭამის დასრულებისას, არამედ ჭამის დროსაც, ეცადეთ კვლავ მისცეთ ბავშვს საკვები დამშვიდების შემდეგ. უნდა იყენებდეთ ბოთლსა და საწოვარას, რაც ხელს უშლის აირების მოხვედრას მუცელში.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად