...იქნებ რამე მირჩიოთ საუკეთესო დაქალს ვკარგავ. ე... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

17-05-2011

- გამარჯობა...იქნებ რამე მირჩიოთ საუკეთესო დაქალს ვკარგავ. ერთი საერთო დაქალი გვყავს ნინო და ამ ბოლო დროს სულ მასთანაა, სულ იმას კითხულობს. ჩვენ კლასელები ვართ და ნინო ჩვენი პარალელური კლასელია. მეც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ უკვე ძაან მწყინს, დასვენების დღეებში სულ ერთად იყვნენ და მე საერთოდ არ გავხსენებივარ, არც დაურეკავს რო ეკითხა შენც ხო არ გინდა გამოსვლაო. დღეს ისე აღფრთოვანებული მიყვებოდა რა კარგად გავერთე ნინოსთან ერთადო რო არც უფიქრია რო მეწყინებოდა. მე იმდენი რამე გამიკეთებია მისთვის და თვითონ სულ არ შეუძლია მეგობრობა. პატარა ბავშვივით ჯიბრიანია. ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარს და დაშორება არ მინდა, თან კლასელები ვართ და არც გამოვა. იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო

 

პასუხი

- ნუ ეჭვიანობთ! უბრალოდ უთხარით, რომ თქვენც დიდი სიამოვნებით გაატარებდით დასვენების დღეებს მათთან ერთად და სთხოვეთ, როცა გადაწყვეტენ ერთად სადმე წასვლას, თქვენც შეგატყობინოთ. თუ ამის შემდეგ მაინც ცალკე ამჯობინეს გართობა და ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო,  ნერვებს ნუ აიშლით (ის თქვენი მეგობრობის ღირსი არ ყოფილა), ნურც საყვედურებს ეტყვით, რომ დაგიწყებთ საუბარს, თუ როგორ კარგი დრო გაატარა ნინოსთან, საუბარი სხვა თემაზე გადაუტანეთ. თან  ირგვლივ კარგად მიმოიხედეთ და შეეცადეთ სხვა მეგობრებიც გაიჩინოთ.

 

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად