მაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა სექსი (ჩასახვისთ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

16-05-2011

- მაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა სექსი (ჩასახვისთვის) ციკლამდე 5 დღე და შემდეგ ციკლისა 2 დღე. დიდი მადლობა.    

პასუხი
- ეს დამოკიდებულია თქვენი მენსტრუაციის ხანგრძლივობაზე. დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის პერიოდში.
ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა. თუმცა  უნდა იცოდეთ, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ ოვულაციამდე სამი დღით ადრე (რადგანაც სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ), ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს (რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღეა განაყოფიერების უნარიანი). თუმცა ოვულაციის ზუსტი დღის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ ეს თარიღი. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ჩვენ არ ვიცით თქვენ რამდენ დღიანი ციკლი გაქვთ, ანუ რამდენ დღეში ერთხელ გაქვთ მენსტრუაცია. თუ 28 დღიანი ციკლი გაქვთ, მაშინ  ოვულაციის მოსალოდნელი დღეებია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12 -მე-17დღეებს შორის პერიოდი. თუ ამას დავუმატებთ იმ სამ-სამ დღეს (ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ), გამოდის, რომ განყოფიერებისთვის მოსალოდნელი პერიოდია მენსტუაციის მოსვლიდან მე-9 - მე-20 დღეები, ანუ ორსულობის განვითარების თეორიული შანსი თითქმის არ არსებობს მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი 8 დღის განმავლობაში, ეს შანსი ჩნდება ციკლის შემდგომი 11 დღის განმავლობაში და და ისევ არ არსებობს ციკლის ბოლო 9 დღის განმავლობაში (მომდევნო მენსტრუაციის მოსვლამდე 9 დღე).  თუ ციკლი 20-ში გქონდათ და ზოგადად გაქვთ 28-დღიანი შუალედი მორიგ მენსტრუაციებს შორის, მაშინ ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეებია 28-დან 7-მდე.
ოვულაციის დადგენა ყველაზე ზუსტად ექოსკოპიური კვლევით ან სოვულაციო ტესტის არის შესაძლებელი.   

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად