ვარ 26 წლის ბიჭი. ვიმყოფები საზღვარგარეთ, ინგლისშ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

15-05-2011

- ვარ 26 წლის ბიჭი. ვიმყოფები საზღვარგარეთ, ინგლისში. არ ვიცი, საიდან და როგორ დავიწყო. 1. ძალიან კარგი თმა მქონდა. მოკლედ, ვამაყობდი. ბოლო ხანია ცვენა დამეწყო. არც ქერტლი მაქვს, არც თავის კანია წითელი, ჯიშშიც არ მყავს მელოტი. მოკლედ, თმების კარგვას ძალიან განვიცდი  და იქნებ მირჩიოთ რამე, როგორ მოვიქცე, რომ თმები აღარ გამცვივდეს? 2. ყველასთვის სასწაულია და იქნებ დამეხმაროდ: როდესაც მარჯვნივ გავატრიალებ თავს, ცხვირით ღრმად ჩავისუნთქავ, ძალიან ცუდ სუნს ვგრძნობ და რომ ვაკვირდები, მჟავიანობაც მეწყება და ვიწყებ ფურთხებას. 3. ვჭამ თუ არა, მუცელი მებერება და მაქვს აირების დაგროვება. მომწყინდა და დავიღალე უკვე ამ პრობლემებით.  დროც არ მაქვს და ენაც არ ვიცი, რომ მივიდე, ავუხსნა ექიმს და ვიმკურნალო. გთხოვთ, დამეხმარეთ.

პასუხი
- თქვენს მიერ ჩამოთვლილ სამივე პრობლემას სპეციფიკური ანალიზები სჭირდება, რომლის გაკეთებაც სპეციალისტი ექიმების პრეროგატივაა. პირველ შემთხვევაში (გამელოტება) უნდა გამოირიცხოს მემკვიდრეობა, ენდოკრინული დარღვევები, სოკოვანი დაავადებები და სხვა. მეორე და მესამე შემთხვევებში კი დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს კუჭნაწლავის ტრაქტის რამდენიმე დაავადებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაგენიშნოთ საჭირო მკურნალობა. ასე რომ ამ საქმეში ექიმის ჩარევის გარეშე არაფერი არ გამოვა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად