რისი ბრალი შეიძლება იყოს ლეიკოციტების მომატება? | ჰემატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ჰემატოლოგია

კატეგორია - ჰემატოლოგია

14-05-2011

- რისი ბრალი შეიძლება იყოს ლეიკოციტების მომატება?

პასუხი

- ლეიკოციტები სისხლის თეთრი უჯრედების საერთო სახელია. ისინი ორგანიზმში დამცველობით ფუნქციებს ასრულებენ, ამოიცნობენ თუ არა  უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს,  მათთან ბრძოლას იწყებენ. გარდა ამისა, მომავლისათვის ინახავენ ინფორმაციას მათ შესახებ. ლეიკოციტები  მონაწილეობენ სხვადასხვა იმუნოლოგიურ რეაქციაში და ინფექციებისგანაც გვიცავენ.
სისხლში ლეიკოციტების დონე იზრდება (ლეიკოციტოზი) ინფექციების, ანთებებითი პროცესების, ლეიკოზების დროს, თუმცა ლეიკოციტების რაოდენობამ შეიძლება სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც მოიმატოს - ამას ფიზიოლოგიურ ლეიკოციტოზს უწოდებენ. მსგავსი რამ  ხდება საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისას, წყლის აბაზანების მიღებისას, ძლიერი ემოციების დროს, მენსტრუაციის წინა პერიოდში, ორსულობის მეორე ნახევარში.
ლეიკოციტების მაჩვენებელი იკლებს (ლეიკოპენია) ზოგიერთი ინფექციური პათოლოგიის, ონკოლოგიური და ავტოიმუნური დაავადების დროს. ამ დროს ხდება ძვლის ტვინში ლეიკოციტების წარმოქმნის დათრგუნვა.

კომენტარები
23 იანვარი 2018 18:19
გამარჯობათ მყავს 17 წლის გოგონა და არის 150 სანტიმეტრი და რამეს ხომ არ მირჩევდით
16 იანვარი 2018 19:09
რაიწვევს ლეიკოციტების მომატებას და რა ზიანიმოაქვს მას
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად