- ჩემი წნევა არის 40/90 ზე, ვარ 18 წლის, მყავს 4 თვის შვილი, ვაჭმევ ძუძუს. ეს ნორმალურია? ისე, ხშირად მაწუხებს თავის ტკივილი. ცოტათი ამიწევს თუ არა წნევა, ლამის გამისკდეს თავი. რისი ბრალია ასეთი დაბალი წნევა?
პასუხობს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯაკო უგრეხელიძე
- თქვენი ახალგაზრდა ასაკისა და მეძუძურობის გათვალისწინებით საფიქრებელია, რომ საქმე გვაქვს ასთენიურ სინდრომთან. საჭიროა კარგად იკვებოთ, ბალანსირებულად. საკვები უნდა შეიცავდეს ცილას, ნახშირწყალს, ხილს, ბოსტნეულს, ხორცისა და რძის ნაწარმს.