ვარ 42 წლის, ვცხოვრობ ბელგიაში. ძალიან გთხოვთ გამ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

13-05-2011

- ვარ 42 წლის, ვცხოვრობ ბელგიაში. ძალიან გთხოვთ გამაგებინოთ, როგორ უნდა მოუარო მშრალი სახის კანს?

პასუხი
- კანის სიმშრალეს იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების ცუდი მუშაობა და კანის ზედაპირიდან სითხის სწრაფად აორთქლება, ამის მიზეზი ხშირად არასწორი კვება და/ან კანის არასწორად მოვლაა. პირველ რიგში, გირჩევთ, იკვებოთ სრულფასოვნად და მიიღოთ ბევრი ვიტამინი ხილისა და ბოსტნეულის სახით, მიიღოთ სათანადო (2 ლ-მდე) რაოდენობის სითხე. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ უვლით კანს. გირჩევთ ძალიან ცხელი წყლით არ დაიბანით, გამოიყენეთ ნეიტრალური pH საპნებნი, კანი ნაზად შეიმშრალეთ, გამოიყენეთ მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემები და დამატენიანებელი საშუალებები.
შეგიძლიათ  პირის დასაბანად გამოიყენოთ მცენარეული (პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები) ნაყენები და ნახარშები:
- 2 სუფრის კოვზ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე ბალახს დაასხით 1 ლ მდუღარე, გააჩერეთ 10-20 წთ. და გაიწმინდეთ ამ ნაყენით სახე დღეში 2-3-ჯერ.
-შეგიძლიათ აურიოთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენი, 1/2 ჭიქა ახალი არაჟანი და 1 ს.კ. არაყი. ეს ნარევი შეინახეთ მაცივარში და ყოველდღე იწმინდეთ სახე.
-2 ს.კ. ხორბლის მარცვალს დაასხით 1 ჭიქა ძმარი ან თეთრ ღვინო. გააჩერეთ 3-5 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ 1 კვერცხის გული. ამ სითხით ყოველ საღამოს გაიწმინდეთ სახის კანი.
-ფორთოხლის კანს დაასხით მდუღარე, გააჩერეთ გაციებამდე, შემდეგ გაწურეთ და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.
-1 ს.კ. მარწყვის ფაფას დაუმატეთ 1 ჭ ცივი ანადუღარი წყალი, გაწურეთ რამდენიმე ფენა მარლაში, დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზ გლიცერინი და გაიწმინდეთ სახე.
ნიღბები მშრალი კანისათვის:
-კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი დაარბილეთ მდუღარე წყალში. წყლიდან ამოღების შემდეგ წაუსვით ზეთი (უმჯობესია ზეითუნის) და დაიფინეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ კომბოსტოს ფოთლები და ჩამოიბანეთ სახე გვირილის თბილი ნახარშით.
-1 კვერცხის გული, 1 ს.კ. არაჟანი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 1 ს.კ. ანადუღარი წყალი და წაისვით სახეზე.
-თაფლი და რძე (თანაბარი რაოდენობით) აურიეთ და წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით.
-მოხარშული კარტოფილის პიურე, დაუმატეთ არაჟანი და და თბილი სახით წაისვით სახეზე 15-20 წუთით.
-გახეხეთ კანიანად 1 ცალი ლიმონი, დაუმატეთ 100 მლ სპირტი, აურიეთ კარგად, გაწურეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა არაჟანი, ათქვეფილი 1 კვერცხის ცილა და 1 ჩ.კ. გლიცერინი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ მოიშორეთ ბამბის ტამპონით.
-2-3 ს.კ. შვრიის ფანტელებს დაასხით ცხელი რძე და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად