რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ, ვარ 20 წლის გოგონა. რამდნეიმე წელია რთულად მიხორცდება კანი, ელემენტარულ ნაკაწრზეც კი მრჩება ნაწიბურევი ან ნაკაწრი სადაც იყო იქ დამუქებულია კანი და რთულად გადადის. ასევე მაქვს სტრიები, ოდვან მომატებაზეც კი მიჩნდება და საკმაოდ ბევრი სტრია მაქვს, სტრიებისთვის ვხმარობ კაკაოს ცხიმს და შეას კარაქს. ნაზი კანი მაქვს ძლაიან, სასწრაფოს ექიმმა მაღლი შემცველობის სპირტით დამიწვა ცოტათი კანი და ისიც დღემდე მაჩნია. ყველაზე მეტად მაწუხებს ნაწიბურები გამონაყარის შემდეგ. ზურგის ზედა მიდამოში და მხრებზე მაყრის დრო და დრო, მართალია ძალიან ხშირად არა, მაგრამ დამრჩა მოყავისფრო წერტილები იმ ადგილსაც სადაც გამონაყარი იყო და არ მშორდება. რითი შეიძლება მოვიშორო?! და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?! ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი
პასუხობს: კანისა და ვენერულ სნეულებათა სამცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმ-დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლორთქიფანიძე
- თქვენ პირველ რიგში უნდა მიმართოდ ენდოკრილოგს, ვინაიდან ჭრილობების ძნელად შეხორცების მიზეზი შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი და ამასთანავე სტრიებიც ხშირად ენდოკრინულ პათოლოგიაზე მიგვითითებს.