მყავს პატარა ბაია. ორსულად შეყვარებულისგან ვიყავი... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

12-05-2011

- მყავს პატარა ბაია. ორსულად შეყვარებულისგან ვიყავი და რამდენიმე თვის ორსული გავყევი ცოლად, ახლა ერთად აღარა ვართ. მაგრამ ეგ არ მაწუხებს დიდად. ყოველი დაღამების მეშინია, მთელი ღამე მესიზმრება, რომ ორულად ვარ და ისე ცუდად ვხდები, გულგახეთქილი ვიღვიძებ და მთელი ღამე მღვიძავს. შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ არ ეყოს, მაგრამ უკვე მართლა აღარ შემიძლია ამის გაძლება, გუშინაც მესიზმრა, ვითომ ტყუპები მყავდა და გამწარებული ვკიოდი, მიუხედავად იმისა, რომ არავისთან ვწოლილვარ, ზუსტად ისე ვარ, როგორც ორსული, გული მერევა, თავბრუ მეხვევა, ზოგჯერ სიარული მიჭირს და დღედაღამ მეშინია, რომ ორსულად ვარ. ვიცი, ნორმალურივით არ ვიქცევი, მაგრამ ვერეფერს უხერხებ თავს. სულ იმის მეშინია, რომ ჩემები აღარ მაპატიებენ და მომკლავენ ან ბავშვს წამართმევენ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს მეუბნებიან, რომ არ ვინერვიულო და ყველაფრით მამხმარებიან, რომ ბავშვს რამე არ მოაკლდეს და კარგად იყოს. გარეთ თუ გავდივარ რაიმეს საყიდლად ან სასწავლებელში, სულ იმის მეშინია, მაგვიანდება და ახლა მეჩხუბებიან ან იფიქრებენ, რომ რამეს ვაშავებთქო. ყოველ წამს ბავშვს დავყურებ, სულ მეშინია, რომ აღარ სუნთქავს, არადა ჯამთელი ბაია მყავს და არც ტირის, ისე იდზრდება. ცოტაც და გვაფრენ, გემუდარებით, რამე მიშველეთ ან წამალი ხომ არაა, რომ დავლიო რაიმე ან რა უნდა ვქნა, ამას ვეღარ გაუძლებ დიდხანს.    

პასუხი
- როგორც ჩანს, ოჯახის დანგრევის გამო დიდი სტრესი გადაიტანეთ, რაც აისახა თქვენს ფსიქიკაზე და ეს ბუნებრივიცაა. ხშირად  ადამიანებს უჭირთ  სტრესის შემდგომი სინდრომის დამოუკიდებლად დაძლევა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ძლიერი პიროვნებები ამ მდგომარეობას უმკლავდებიან.  ჩვენი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ ოჯახის წევრებს (მაგალითად დედას) გაუმხელთ თქვენ დარდს, მოუყვებით თქვენი სიზმრების და განცდების შესახებ. როგორც ჩანს, ოჯახის წევრები გაგებით მოეკიდნენ თქვენს ისტორიას, გულთან ახლოს მიიტანეს თქვენი სატკივარი და მაქსიმალურად გვერდში გიდგანან, თქვენ კი მათ წინაშე დანაშაულის გრძნობა გაქვთ, რომელსაც ვერ უმკლავდებით, ამიტომ კარგი იქნება თუ ოჯახის წევრებს ესაუბრებით თქვენს განცდებზე, ეს დიდი შვებას მოგცემთ!  ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, მთავარია მისი დანახვა და გაანალიზება შეგეძლოთ. თქვენ დედა ბრძანდებით, ბედნიერი ადამიანი, დედობაზე დიდი ბედნიერება ქვეყანაზე არ არსებობს! შვილი თქვენთან იზრდება, ყოველ წამს შეგიძლიათ მისი ალერსი, განა ეს ბედნიერება არაა? მამამისი კი ამას მოკლებულია და ალბათ ვერც კი აცნობიერებს თუ რაოდენ დიდ სიყვარულზე და ბედნიერებაზე აქვს უარი ნათქვამი. მართალია, ჩვენ არ ვიცით თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვს თქვენ ზრდით და აქედან გამომდინარე უბედნიერესი ადამიანი ბრძანდებით!  
იმისათვის, რომ თქვენს თავს გადახდილმა უსიამოვნო ისტორიამ კვალი არ დატოვოს თქვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. გვერწმუნეთ, ფსიქოლოგიური სეანსებისა და გარკვეული წამლების დახმარებით გაუმკლავდებით პრობლემას და ნორმალური ცხოვრების რიტმში ჩაჯდებით.
გისურვებთ ბედნიერებას!

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად