ვარ 27 წლის. ასო მაქვს მოხრილი და როდესაც სექსის ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

12-05-2011

- ვარ 27 წლის. ასო მაქვს მოხრილი და როდესაც სექსის დროს ხელით ვასწორებ, სექსუალურ აქტს მალე ვასრულებ და ასოც კარგავს ერექციას. შესაძლებელია ამ დაავადებაზე მკურნალობა?

პასუხი

- ასოს მოხრა, თუ ეს ფიზიოლოგიური მოხრა არ არის, პეირონის დაავადების დროს გვხვდება. ეს საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. იგი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცებს ემუქრებათ. დაავადება ტკივილით იჩენს თავს, რაც მამაკაცს აიძულებს გულდასმით შეისწავლოს საკუთარი სასქესო ორგანო. სწორედ მაშინ აღმოაჩენს ის ასოში მკვრივ, მკვეთრად შემოხაზული კონტურების მქონე გამკვრივება-კვანძს, ბალთას. პეირონის დაავადება ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვს არ მიეკუთვნება, შარდვის პრობლემაც არ არსებობს. მაგრამ ამ დაავადებას ძალუძს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დიდი დაღი დააჩინოს სქესობრივ ცხოვრებას. დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სასქესო ასო ერექციისას დეფორმირდება, მრუდდება. ჩნდება ერექციისა და სქესობრივი აქტის ნორმალურად ჩატარების პრობლემა. პეირონის დაავადების შესახებ ჯერ ერთიანი აზრი არ არსებობს. პეირონის დაავადება თავისთავად არასდროს იკურნება. მისი მკურნალობა მხოლოდ გამოცდილ უროლოგს ძალუძს. მედიკამენტური თერაპია, დასხივებები, სტეროიდების თუ ვიტამინი E-ს ინიექციები დაავადების დასაწყისში შეიძლება იყოს ეფექტური, ისიც არცთუ ისე ეფექტური. ბოლო დროს დიდი წარმატებით იხმარება ულტრაბგერის დარტყმითი მეთოდი, მკურნალობის ვიბრაციული მეთოდები. ხოლო როცა ბალთაში კალციუმის მარილები ჩალაგდება, მაშინ დროის დაკარგვა მედიკამენტურ თერაპიაზე არ ღირს. საქმეში ქირურგია ერთვება. და თუ პეირონის დაავადებასთან ერთად მამაკაცი დეფორმაციის ან ტკივილის გამო ვერ ანხორციელებს სქესობრივ აქტს, მაშინ უკვე მკურნალობაში სქესობრივი ასოს პროთეზები ერთვება.

კომენტარები
23 ივლისი 2015 15:45
გამარჯობათ მაქვს 19 სანტიმეტრი მაგრამ ერექციის დროს იხრება და ზომაში პატარა ჩანს სექსის დროს დისკომპორტის შეგრძნება მაქვს ასო დაბლაა მოხრილი ვნერვიულობ რას მირჩევთ ?
28 მაისი 2015 14:47
მე 17 წლის ვარ და ცნობიერება რაც ჩამოყალიბებული მაქვს მის შემდეგ ჩემი ასო მოხრილია (ანუ მე ამ პრობლმას თნდაყოლილად ვთვლი) მემუქრება თუ არა საფრთხე იმისა რომ არ მეყოლება შვილი?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად