რამდენიმე თვის გათხოვილი ვარ, აქტის დროს არ წამომ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

02-05-2011

- რამდენიმე თვის გათხოვილი ვარ, აქტის დროს არ წამომსვლია სისხლი, არც თავიდან და არც შემდეგ. შეიძლება რომ სულ არ მქონოდა აპკი? დაორსულების რა შანსი მაქვს? თუ ექიმთან მისვლაა საჭირო? თან კიდევ აქტის შემდეგ სპერმის დიდი რაოდენობა საშოდან გადმოდის რატომ? იმის ბრალია რო შესაძლოა აპკი მთელია? მირჩიეთ რამე ძალიან მინდა რომ დავფეხმძიმდე. მადლობა წინასწარ.

პასუხი
- ამ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად გთავაზობთ ამონარიდს ნანა ხუცაიძის სტატიიდან  "ქორწინების პირველი ღამე":

"როდის არ ხდება დეფლორაცია
საქალწულე აპკში (გარდა იშვიათი, პათოლოგიური შემთხვევებისა) არის ერთი ან რამდენიმე ხვრელი მენსტრუალური სისხლის გამოსასვლელად. არის შემთხვევები, როდესაც ამ ხვრელის სიფართოვის ან თვით აპკის ელასტიკურობის გამო პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ მისი მთლიანობა არ ირღვევა. ზოგიერთ გოგონას აპკი პენისის (მამაკაცის სასქესო ორგანოს) სიგანეზეც კი ეწელება. ასეთ შემთხვევაში სქესობრივი ცხოვრება შეიძლება დაურღვეველი აპკის პირობებში მიმდინარეობდეს და აპკი საბოლოოდ მშობიარობისას დაირღვეს.
ცდებიან მამაკაცები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პირველ სქესობრივ ურთიერთობას აუცილებლად უნდა ახლდეს სისხლი. ზოგიერთ ქალიშვილს, სისხლძარღვთა თავისებური განლაგების გამო, ნახეთქი სუსტი აქვს და სისხლი შეიძლება არც კი წამოუვიდეს.
ამრიგად, საქალწულე აპკის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს ქალწულობას, არც მისი უქონლობა ან დეფლორაციის დროს მისი დარღვევის ნიშნების არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ გოგონას სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება აქვს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც დიდი რუდუნებით უყურებენ თავიანთი რჩეულების ქალწულობის საკითხს".

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად