–ადამიანის ორგანიზმს სტრესი ხშირად საკმაოდ მძლავრ დარტყმას აყენებს, რომლის შედეგებიც შეიძლება სწრაფადვე ან რამდენიმე წლის შემდეგაც კი გამოვლინდეს. თქვენ მართალი ბრძანდებით, არ არის გამორიცხული, რომ თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები სწორედ სტრესის გამო იყოს გამოწვეული. მიმართეთ ფსიქონევროლოგს ან თუნდაც ნევროლოგს, რომელიც ყველაფრის შეჯამების ფონზე ზუსტ დიაგნოზს დაგიდგენთ და თუ საჭირო იქნება სხვა სპეციალისტთან გაგაგზავნით გამოსაკვლევად.