თქვენი დახმარება მჭირდება. 24 წლის ვარ. სულ ცუდი ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

30-04-2011

- თქვენი დახმარება მჭირდება. 24 წლის ვარ. სულ ცუდი აზრები მიტრიალებს თავში. არაფერი არ მახარებს. 15 წლის რომ ვიყავი, მამა გარდამეცვალა და ძალიან იმოქმედა ჩემზე. თან ოჯახშიც არ იყო კარგი სიტუაცია. ჩემი ძმა ძალიან კონფლიკტურია. ეს ყველაფერი ჩემზე მოქმედებდა ძალიან. ამის მიუხედავად ძალიან ლაღი ვიყავი, მყავდა ბევრი მეგობარი. 22 წლის გავთხოვდი, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, იცის ყველა ჩემი განცდა ბავშობასთან დაკავშირებით, სულ მესაუბრება და ცოტა გამოვყავარ ხოლმე, მაგრამ მეორე დღეს ისევ მეწყება ჩემი ცუდი განწყობა. ბევრი მეგობარი აღარ მყავს. სხვასთან კარგი ხასიათით ვარ, მაგრამ სახლში არა, ჩემს თავთან მარტო რომ ვრჩები, ძალიან ცუდად ვარ. ჯერ რეალიზებული ვერ გავხდი ჩემს კარიერაში. ვგეგმავ, მაგრამ სულ ცუდი ფიქრი მაქვს, რომ ვერ მივაღწევ და ა.შ... ჩემს თავს ვეღარ ვიმკვიდრებ საზოგადოებაში და ძალიან მიჭირს. გთხოვთ, მირჩიეთ რამე. გმადლობთ ყურადღებისთვის.

პასუხი
- აუცილებლად უნდა გაითავისოთ, რომ უბედნიერესი ადამიანი ბრძანდებით, რადგან არაჩვეულებრივი მეუღლე შეგხვდათ. როგორც თქვენ ბრძანებთ, იგი სულ გვერდში გიდგათ, გამშვიდებთ და არ გსაყვედურობთ მიუხედავად იმისა, რომ სახლში (როგორც თქვენ გვწერთ) სულ მოწყენილი ბრძანდებით. ცოლის მუდმივ უგუნებობას (მითუმეტეს, როცა ცოლი სხვებთან ცდილობს, კარგ ხასიათზე იყოს) ბევრი კაცი დიდხანს ვერ გაუძლებდა.     
თქვენ უნდა დაივიწყოთ წარსული! გვესმის, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ გვერწმუნეთ, შესაძლებელია, მითუმეტეს, რომ თქვენ ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში, რომლიც გეხმარებათ სულიერი სიძნელეების გადალახვაში. მეტად მტკივნეულია მამის დაკარგვა, ძალიან ძნელი ასატანია ოჯახში მუდმივი კონფლიქტი, მაგრამ ეს წარსულია. წარსულით ცხოვრება კი არ შეიძლება. უნდა იცხოვროთ დღევანდელი დღით და მომავლის იმედით!  დღეს თქვენ გაქვთ იმის საფუძველი (ოჯახს ვგულისხმობ!) რომ იყოთ ბედნიერი, უფრო სწორად დაინახოთ, რომ უკვე ბედნიერი ბრძანდებით!
თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ წარსულის ტკივილის დავიწყებას, მაშინ უმჯობესი იქნება, მიმართოთ ფსიქოლოგს.
თუ მორწმუნე ბრძანდებით, მაშინ გირჩევთ აიყვანოთ მოძღვარი და გახდეთ ეკლესიის მრევლი. რწმენა ადამიანს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება.      

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად