–სათითაოდ ხახვის წვენი და ნვრის წვენი მართლაც დადებითად მოქმედებს თმებსა და მათ ძირებზე. ამ უკანასკნელთ ამაგრებს, თმებს კი მეტ სირბილეს მატებს. რაც შეეხება თქვენს მიერ მოყვანილ რეცეპტს, მის შესახებ კონკრეტულად არაფერი გვსმენია, თუმცა ერთის მხრივ ამ ნარევმა სავარაუდოდ არაფერი არ უნდა დაუშავოს თავის კანს. ამ საქმისთვის მხოლოდ წვენი კი არა, დანაყული, დაჩეჩქვილი ხახვიც და ნიორიც გამოიყენება. ეს მასა ნიღაბივით უნდა დაიდოთ თავზე და შემდეგ ჩამოიბანოთ. წვენი უნდა შეიზილოთ თმის ძირებში და ცოტა ხნის შემდეგ თავი უნდა დაიბანოთ. მხოლოდ ერთი წინააღმდეგობა შეგხვდებათ: ამ მცენარეებს საკმაოდ არასასიამოვნო სუნი აქვთ, რომელიც ძნელად შორდება და სწორედ ამიტომ მათ მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა ადამიანს სახლიდან გასვლა არ უწევს, თუმცა სურნელოვანი შამპუნით თავის რამდენჯერმე დაბანის შემდეგ, სუნიც ადვილად გაქრება.