ტესტოსტერომის მატებისთვის რაიმე განსაკუთრებული დიეტა არ არსებობს. მთავარია, დადგინდეს მიზეზი, დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა და რასაკვირველია, ძალზედ მნიშნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი.
რამდენიმე სიტყვით ეაკულაციის არ ქონის მიზეზებზე მოგახსენებთ. მამაკაცებში ეაკულაციის არ ქონა საკმაოდ გავრცელებული სექსუალური დაღვევაა. თუ ამ დროს შენარჩუნებულია ერექცია და ორგაზმი, მაშინ ამ პათოლოგიის მიზეზი შეიძლება იყოს ნერვული სისტემის დაზიანება, რომელსაც ახლავს თესლგამომტანი გზების ფუნქციის ან გამტარებლობის დარღვევა. ასეთ შემთხვევაში მიზეზს ხშირად წარმოადგენს ზურგის ტვინის გავა-წელის არის ტრავმა, ხერხემალსა და ამ არის მეზობლად მდებარე შინაგან ორგანოებზე წარმოებული ქირურგიული ოპერაციები. გარდა ამისა, თესლგამომტანი სადინრების დისტონიის გამოწვევა შეუძლია შაქრიან დიაბეტს, თესლგამომტანი გზების ანთებით დაავადებებსა და მისი განვითარების მანკებს.
ანეაკულაციის მიზეზი ზოგჯერ ხდება თესლგამომტანი გზების თანდაყოლილი უქონლობა, ასევე გამტარებლობის სხვადასხვაგვარი დარღვევა, რისი მიზეზიც არის მუცლადყოფნის პერიოდში ემბრიონალური განვითარების პროცესის დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ რეტროგრადული ეაკულაციის დროს (უკუეაკულაცია) ეაკულატის გამოყოფა ხდება არა გარეთ, არამედ შარდის ბუშტში, ამიტომ გარეგნულად ეს აღიქმება, როგორც ეაკულაციის არ ქონა. სპერმის გამოყტორცნა შეიძლება არ მოხდეს ინტენსიური სექსუალური სტიმულაციის უკმარისობის (რომელიც საკმარის დონეზე არ აღაგზნებს მამაკაცს) შემთხვევაში. ამას განაპირობებს ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლა, არასასურველი გარემო სექსუალური ურთერთობის მომენტში.
თესლგამოყოფის შენელებას ან მის არარსებობას ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება ან ზოგიერთი წამლის მიღება. ამ წამლებს შორისაა, პრეპარატები, რომლებიც ინიშნება დეპრესის, ჰიპერტენზიის და გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. სპერმის გამოტყორცნა შეძლება არ მოხდეს ხშირი ინტიმური სიახლოვის შემთხვევაში. ხანდაზმულ ასაკში მამაკაცს სულ უფრო და უფრო უჭრის არა მარტო ერექციის სათანადო დონემდე მიღწევა, არამედ ეაკულაციაც.
პირველადი ანეაკლუაციის დროს, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება, სპერმის გამოტყორცნა შეიძლება მხოლოდ პოლუციის (უნებლის ეაკლუაცია) სახით იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ნებისმიერი სახის სექსუალური სტიმულაციის დროს იგი არ არსებობს. ამ დროს მამაკაცს, როგორც წესი, საკმაოდ აქვს გამოხატული ერქცია და ორგაზმი. მეორადი ეაკულაციის შემთხვევაში სქესობრივი აქტის დროს სპერმის ამოტყორცნა არ ხდება იმ მამაკაცებში, რომლებიც ადრე არ მდგარან ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ თავდაპირველად დამატებითი სტიმულაცია ეაკულაციას შესაძლებელს ხდის. იშვიათად არის შემთხვევები, როცა მამაკაცს არ აქვს ეაკულაცია მხლოდ ზოგიერთ პარტნიორთან.