რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დაახლოებით თვე ნახევარია მაწუხებს ნაწლავების შებერილობა და კუჭის აშლილობა, ასევე სპაზმი საკვერცხეების მიდამოში. ყოველივე ამან გამოიწვია ბუასილის გაღიზიანება, საკმარისია ერთი ლუკმა საჭმელი შევჭამო, რომ ეგრევე მებერება ნაწლავები (კუჭი არ მაწუხებს). გთხოვთ მიპასუხოთ, რა დაავადებაა ეს და როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში?
პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების "ჯანმრთელობის სახლის" "ნეოკლინიკისა" და "ელიტა მედის" წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე
- მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს დისბაქტერიოზის ფონზე მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესის გამწვავებასთან. თუმცა, პაციენტი საჭიროებს კომპლექსურ სამედიცინო გამოკვლევას, ვინაიდან თუ არ მოხდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრული რეაბილიტაცია, საურველი შედეგი ვერ მიიღწევა. ასევე წარმოუდგენელია ბუასილის შედეგიანი მკურნალობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების ლიკვიდაციის გარეშე. სამწუხაროდ, ამ დაავადების მკურნალობა მხოლოდ კვალიფიციური გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობის პირობებშია შესაძლებელი, ხოლო თვითმკურნალობა კი - მეტად საშიში და დაუშვებელი.