კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია
კატეგორია - დიეტოლოგია
25-04-2011
- ჭამის მადა მაქვს დაქვეითებული, ექიმთან ვერ მივდივარ, ევროპაში ვიმყოფები, ორი ორსულობა მაქვს გადატანილი, ვარ 21 წლის და 40 კილო. საერთოდ არ მინდება ჭამა, ან ვჭამ ძალიან ცოტას. უკვე დავკომპლექსდი ჩემი სისუსტით, გემუდარებით მირჩიეთ როგორ ვიკვებო დღის განმავლობაში (ჩიყვი არ მქონდა ), ეხლა არ ვყოპილვარ ექიმთან. ორივე ბავშვს ძუძუ ვაწოვე, უფროსს 2 წლამდე, მეორემ რამოდენიმე თვე არის რაც დაანება. საქმეც ბევრი მაქვს ოჯახში და ნერვიულობაც, გთხოვთ დამეხმარეთ. ადრეც მოგწერეთ და ვერ ვიპოვე პასუხები. გმადლობთ წინასწარ. 
პასუხი
- შესაძლოა უმადობა არის თქვენი ორგანიზმის რეაქცია სტრესზე. ქვემოთ მოგვყავს ჯანმრთელი ადამიანისათვის რეკომენდებული მენიუ.

ერთდღიანი მენიუს მაგალითი:
საუზმე:
• 1 თეფში ბრინჯის ფაფა დამზადებული დაბალცხიმიან (0.5%) რძეზე (1/2ერთ.);
• 1 ნაჭერი პური ;
• 1 ნაჭერი ყველი ;
• ჩაი ან ყავა.
სადილი:
• 1 დესერტის თეფში ბოსტნეულის სალათა მზესუმზირის ზეთით ;
• 1 დესერტის თეფში ბარდის სუფი;
• 1 ნაჭერი უცხიმო ხორცი;
• 1/2 დესერტის თეფში წიწიბურას ფაფა ;
• 2 ნაჭერი პური ;
• 1 ჭიქა წვენი.
ვახშამი:
• 1 ნაჭერი პური ;
• 1 დესერტის თეფში ბოსტნეულის სუფი ზეითუნის ზეთითა და მოხარშული კარტოფილით ;
• 1 პორცია თევზი;
• ჩაი.

ძილის წინ:
• 1/2 ჭიქა კეფირი .

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება