ვარ სხვა ერის ხალხის გარემოცვაში და რატომღაც ამათ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

22-04-2011

- ვარ სხვა ერის ხალხის გარემოცვაში და რატომღაც ამათ გონიათ, რომ ჩემზე ბევრად მაღლა დგანან და ცდილობენ შემავიწროვონ, მაგრამ მე ჩემი ქართული ხასიათით ვეწინააღმდეგები და ეს დაუსრულებელი გონებრივ კანონიერი ომი ძაან მღლის, სულ გაღიზიანებული ვარ, თან ქართველი მარტო მე ვარ. როგორ ფიქრობთ, რითი შეიძლება განვიტვირთო, ჩანაწერების გაკეთება ვცადე, არ გამოდის, ღიმილის მეთოდიც არ გამოდის, დათმობით არ დავთმობ, ჩემი ხასიათი არ მიშვებს. აქ არ არის გასართობი საშუალებები და მთელი სამუშაო პერიოდი ამათთან მიწევს ყოფნა. სად ვარ არ ვასახელებ. მაგრამ გარშემო უდაბნოა და ვერსად ვერ წავალ ანუ რო გავცდე ხოლმე რაღაც დროით ამ გარემოცვას. ამ სამსახურსაც ვერ დავკარგავ. რა შეიძლება გავაკეთო თქვენი აზრით?    

პასუხი

- როგორმე თავს უნდა მოერიოთ და არ ჩაებათ მათთან პოლემიკაში. ამდენ ხალხს მარტო თქვენ დავითა და კამათით ვერ მოერევით. სხვა ტაქტიკა უნდა აირჩიოთ და ეს ტაქტიკა სიმშვიდეში მდგომარეობს. თუ ისეთ საკითხზე დაგიწყებენ საუბარს, რაც გაღიზიანებთ და გულს გტკენთ, მოუბოდიშეთ და უთხარით, რომ არ გსურთ ამ თქმაზე საუბარი. კარგი და ცუდი ადამიანები ყველა ქვეყანაში არიან. არ არსებობს, რომ მანდ არ იყვნენ გულისხმიერი ადამიანები. სხვანაირად გაგიჭირდებათ. თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ იქნებ სამშობლოში დაბრუნებაზე იფიქროთ! ღირს კი ამდენი ნერვების აშლის ფასად ეგ სამუშაო? ეგებ დაბრუნდეთ, თუ მოინდომებთ, აქაც იშოვით საქმეს, არ ჯობს გაცილებით ნაკლებს ფულს აკეთებდეთ და იყოთ სამშობლოში, ახლობლების გარემოცვაში? ცხოვრება ხანმოკლეა, რაც არ უნდა სიმდიდრე დავაგროვოთ, ამ ქვეყნიდან ხელცარიელები წავალთ! ნუ იშლით ნერვებს და ნუ კარგავთ ძვირფას დროს!

კომენტარები
30 აპრილი 2017 15:21
გამარჯობათ ,მაინტერესებს რა აზრის ხართ მაიერს - ბრიგსის პიროვნულობის ინდიკატორზე და ასახავს თუ არა ეს ტესტები რეალობას, რადგან როცა ჩემი ტიპი აღმოვაჩინე ძალიან ბევრი რამ დაემთხვა , ჩემი ხასიათის შტრიხები ჩემი ქვეცნობიერი ზუსტად შეესაბამება იმას რაც იქ წერია. ამიტომ ძალიან გამიხარდა იმის გაგება რასაც მე თვითონ ვერ ვხსნიდი საკუთარ თავში სანამ იქ არ წავიკითხე ჩემი ტიპის შესახებ. ეს დამეხმარა რომ საკუთარი თავისთვის უფრო მეტად გამეგო
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად