გავიკეთე ფოლიკულის მონიტორინგი მენსტრუაციის მე-1... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

19-04-2011

- გამარჯობათ, გავიკეთე ფოლიკულის მონიტორინგი მენსტრუაციის მე-12 დღეს. პასუხი ასეთია : ენდომეტრიუმის სისქე 3მმ, მარჯვენა საკვერცხეში დომინანტური ფოლიკული ზომით 14მმ. მაინტერესებს ციკლის ამ დროისთვის რამდენად ნორმალური ზომაა? რა ზომის უნდა იყოს განაყოფიერების უნარიანი ფოლიკული? და რა დროს უნდა მივიდი მომდევნო მონიტორიგზე? წინასწარ დიდი მადლობა



პასუხი
- ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში, როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე ფოლიკული იწყებს განვითარებას. მალე ერთ-ერთი მათგანი (იშვიათად ორი და მეტი) ზრდაში უსწრებს სხვებს. ეს არის დომინანტური ფოლიკული. ამ მომენტში მისი ზომა შეადგენს 15 სმ, ხოლო ყველა დანარჩენი განიცდიან ატრეზიას (უკუგანვითარებას). დომინანტური ფოლიკული განაგრძობს ზრდას საშუალოდ 2-3 მმ-ით დღეში და ოვულაციის მომენტისათვის ხდება 18-24 მმ.
28 დღიანი ციკლის დროს პირველი ექოსკოპიური კვლევა უნდა ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის მე-8-10 დღეს ან მენსტრუაციის დასრულებისთანავე (უფრო ხანგრძლივი ციკლის შემთხვევაში -შესაბამისად გვიან). შემდეგი ექოსკოპიური კვლევა ტარდება ყოველი 1-2 დღის შემდეგ (კვლევის შედეგიდან გამომდინარე ექიმმა მომდევნო კვლევა შეიძლება დანიშნოს უფრო ადრე ან გვიან) და გრძელდება მანამ, სანამ არ დადგინდება ოვულაცია, ან - არ დაიწყება მენსტრუაცია (თუ რაიმე მიზეზის გამო ოვულაცია არ მოხდა).
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
05 სექტემბერი 2016 15:24
დაირგვა ციკლი რვადგიტ როგორ მოვიქცე მივმმარტო გინეკოლოგს?
07 ივლისი 2014 21:07
მაინტერესებს მესტრუაციის დარგვევის შემთხვევაში ორსულობა შესაძლებელია???
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად