- გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ რომ მიპასუხოთ შეკითხვებზე. თქვენი რჩევა მჭირდება. ვარ 17 წლის, 3 კვირა ვიყავი 18 საათიან დიეტაზე და 2 კილო დავიკელი, მერე შევისვენე და ეხლა კიდევ ვაგრძელებ. ახლახანს წავიკითხე თქვენს სტატიებში, რომ დილით კვება ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ანუ რა გამოდის რომ შემიძლია დილას შევჭამო? მაგრამ მერე ხომ 18 საათი აღარ გამომივა უჭმელობა? და თუ შეიძლება მაშინ რა უნდა ვჭამოთ რომ არ მოვიმატოთ? კიდევ გთხოვთ მითხრათ უცხიმო რძე და ხაჭო არის თუ არა დიეტურთან ერთად სასარგებლოც ორგანიზმისთვის? და "ხლებცი" რამდენად ასუქებს? მაგალითად 2-3 ნაჭერი დღეში... და ბოლოს, ადრე შემეძლო 1 კვირაში 2 კილოს დაკლებაც კი ეხლა კიდევ სასწორს მივეჯაჭვე, აღარ შემიძლია. რატომ ვერ ვიკლებ ისე ეფექტურად როგორც ადრე? (ვარჯიშითაც ვვარჯიშობ) წინასწარ დიდი მადლობა.