. სახეზე მაქვს გამონაყარი ,შავი წერტილები, ერთი ს... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

17-04-2011

- გამარჯობათ. სახეზე მაქვს გამონაყარი ,შავი წერტილები, ერთი სიტყვით ჩირქიანი კანი და ცხიმიანი. განსაკუთრებით მენსტრუაციის მოსვლამდე. გთხოვთ მირჩიეთ რა შეიძლება ვიხმარო.გარდატეხის ასაკიდან ასე ვარ და მეგონა გათხოვების შემდეგ გამომისწორდებოდა სახის კანი მაგრამ არა.

პასუხი
- როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ვულგარულ ფერიმჭამელასთან. იგი არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა. ამ ფაქტორების არსებობა უნდა გამორიცხოს შესაბამისმა სპეციალისტმა.
მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიული პროცედურებს. მკურნალობის მიზნით უნდა მიმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას: სახე დაიბანეთ გადადუღებული წყლით (უსაპნოდ), შემდეგ გაიწმინდეთ უსპირტო ლოსიონით, არ გამოიყენოთ ტონალური კრემები და კომპაქტური პუდრები, რადგან ისინი ახშობენ ცხიმობან ჯირკვლებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად